ზიდანი:„რადგან აქამდე მოვედით, ფინალში გასვლასაც შევძლებთ“

ზინედინ ზიდანმა „ჩელსისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავიღებთ. აქამდე დიდი ბრძოლის შედეგად მოვედით და გვჯერა, რომ მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ. ეს იქნება კიდევ ერთი ჯადოსნური საღამო, რომლისგანაც ქომაგები დიდ სიამოვნებას მიიღებენ.“

„სერხიოს ხვალ ვიხილავთ. მიხარია, რომ კაპიტანი ჩვენთან ერთად არის და გუნდის დახმარება შეუძლია.“

„ფეხბურთში სასწაულები აღარ ხდება და ნებისმიერი შედეგი არნახული შრომის შედეგად მიიღწევა. თუ ჩვენ 1/2 ფინალში ვართ, იმას ნიშნავს, რომ ფინალში გასვლა და ტურნირის მოგებაც შეგვიძლია.“

„ეს არის განსაკუთრებული თამაში. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველდღე არ ტარდება. ზუსტად ვიცით, რომ 90 წუთის მანძილზე სრული კონცენტრაციით თამაში მოგვიწევს და არანაირი შფოთვა არ იქნება. არ გამოვრიცხავ დამატებითი ტაიმების ხილვას.“

„რამოსთან დაკავშირებით რისკები არ იარსებებს, ესპანელ ფეხბურთელთზე სამედიცინო შტაბს უკვე ვესაუბრე.“

„ედენ აზარი კარგ ფორმაშია და მჯერა, რომ „არისტოკრატებთან“ დაპირისპირებაში გუნდის დახმარებას შეძლებს.“

„განაცხადი უკვე ცნობილია, თერთმეტეულზე კი არ ჩამოვყალიბებულვარ. ყველა ფეხბურთელს შეუძლია მოედანზე გასვლა და მაქსიმუმის დადება. ის, რომ ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ვართ ყველა მოთამაშის დამსახურებაა.“

„როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე ეფექტურები უნდა ვიყოთ. ვიცით, რა ეტაპზე ვართ და ვიცით, სად ვთამაშობთ, ამიტომ ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ ყველა წამს მნიშვნელობა აქვს.“

„„ჩელსის“ ბევრი მატჩი ვიხილეთ და გავარჩიეთ, თუმცა მჯერა, რომ ტომას ტუხელი იდეალურ სქემას გამოიყენებს და საუკეთესო გუნდს დაგვიპირისპირებს.“

„აზარზე დიდ იმედებს ვამყარებ, ის აუცილებლად გაიბრწყინებს და „რეალისთვის“ შეუტევს.“

„გარეთ ბეილი? ის ამ ეტაპზე „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავს. არ ვიცი, იქნება თუ არა ჩვენთან ერთად მომდევნო სეზონში.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 მაი 2021
  • 5038
  • 1

1

4 მაი 2021 22:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
თქვენი არ ვიცი და მე ბეილი ძალიან მენატრება. უბრალოდ ხარი ხართან დავაბით და არცერთმა დათმო პოზიცია. მისი ხასიათის სიძლიერეც ჩანს და ზიზუსიც. იმედია დიდი ბიჭებივით მოიქცევიან, მოილაპარაკებენ და ბეილი სათანადოდ დააფასებს რეალს და რეალის ბეილს.. თუმცა არცერთმა ფეხბურთელმა უნდა დაუშვას მისი აღმატებულობა გუნდზე..

რამოსის ფაქტორი მნიშვნელოვანია.. სულ მცირე გუნდი ტონუსში იქნება 90 წუთი. ეს კიდევ რეალისთვის მთავარი გამოწვევაა ხოლმე მთელი სეზონია..

როცა ზიზუ მშვიდად არის, არც ჩვენ გვაქვს ესეიგი სანერვიულო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლასთან ერთად გამართლებაც იქნება ჩვენ მხარეს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)