მილიტაო:„კარიერის დასრულება „რეალში“ მსურს“

ედერ მილიტაომ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და ბევრი საინტერესო საკითხი მიმოიხილა...


„ჩემი ოცნება „რეალთან“ ერთად ისტორიის შექმნა. კარიერის დასრულება სწორედ სამეფო კლუბში მსურს და მჯერა, რომ ძალიან ბევრის მიღწევას შევძლებ. თავს საჭირო ფეხბურთელად მივიჩნევ და მიხარია, რომ ქომაგებს დიდ სიამოვნებას ვანიჭებ. ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მოგება ემოციებთან იქნება დაკავშირებული.“

„ფეხბურთის თამაში გვიან დავიწყე, მამაჩემი ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბში მუშაობდა, როდესაც ვუთხარი, რომ ფეხბურთელობა მსურდა, მან მწვრთნელებთან მიმიყვანა და უთხრა, რომ არ იცოდა, რამდენად შევძლებდი ფეხბურთელად ჩამოყალიბებას, თუმცა დღეს აქ ვარ და ვთვლი, რომ გარდამტეხი გადაწყვეტილება სწორედ მაშინ მივიღე.“

„მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია და ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ყველაფერი უსწრაფესად მოხვდა და სამეფო კლუბს შემოთავაზებაზე მალევე დავთანხმდი.“

„ვინისიუსი ძმასავით არის, ისევე როგორც როდრიგო. კაზემირო და მარსელო ვიეირა უდიდეს გამოცდილებას ფლობენ და საჭირო რჩევებს გვაძლევენ, ჩვენ ხშირად ვუსმენთ გამოცდილ ფეხბურთელებს და ვცდილობთ, მათგან ბევრი რამ ვისწავლოთ.“

„წაგება არასდროს მიყვარდა და ახლაც ასეა. ზოგადად, მორცხვი ადამიანი ვარ, მაგრამ როდესაც მოედანზე შევდივარ ყველაფერი მავიწყდება და ბრძოლისუნარიანი ვხდები.“

„დებიუტის დროს ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დღეს გაცილებით დიდ გამოცდილებას ვფლობ.“

„როდესაც შენთან ერთად არიან რამოსი და ვარანი, დრო უნდა გამოიყენო და მაქსიმუმი გაიღო გამოცდილების მისაღებად. დიახ, აქ თამაში წნეხია, მაგრამ ამასთანავე უფრო მეტი პერსპექტივა არსებობს. ჩემთვის „რეალში“ თამაში საამაყოა და მჯერა, რომ მადრიდში ბევრი ტიტულის მოგებას შევძლებ.“

„თითოეული თამაშისა და ვარჯიშის დროს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას ვცდილობ, ეს ჩემთვის პრიორიტეტულია.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 მაი 2021
  • 931
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)