„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა

სამეფო კლუბის ფეხბურთელებს დასვენების დრო არ აქვთ. მიუხედავად გუშინ ჩატარებული მატჩისა, ზინედინ ზიდანმა დღეს შეგირდები შეკრიბა და „ჩელსისთან“ მატჩისთვის მზადებას შეუდგა.


ფეხბურთელები, რომლებიც „ოსასუნასთან“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, დღეს აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი მთავარი მწვრთნელის ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულეს. გუნდთან ერთად იყვნენ ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი, არცერთ მათგანს ლა ლიგის წინა ტურში დატვირთვა არ მიუღია და ლონდონში გასამართ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ.

მთავარმა მწვრთნელმა სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას და კარში დარტყმებს. ვარჯიშის მეორე ეტაპზე ფეხბუღთელებმა სისწრაფეების განვითარებაზე, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და პრესინგზეც გააკეთეს აქცენტი.

რაც შეეხება რაფაელ ვარანს. ფრანგმა მცველმა დახურულ კარსმიღმა, სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა და გუნდთან ერთად არ ყოფილა. დიდი ალბათობით დღის ბოლომდე მსოფლიო ჩემპიონი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

გოლკიპერები მეკარეთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.

სერხიო რამოსმა კოლექტივთან ერთად ივარჯიშა, გუნდთან ერთად არის ფერლან მენდიც, რომლის თამაში ლონდონში ჯერ კიდევ საეჭვოა. dle 10.1

  • Ramos
  • 2 მაი 2021
  • 544
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)