ზიდანი:„ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება“

ზინედინ ზიდანმა „ოსასუნასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


„მეტოქე თავს შესანიშნავად იცავდა, მაგრამ ჩვენ მოთმიმენა გამოვიჩინეთ, გეგმაზომიერად ვუტევდით და საბოლოო ჯამში გამარჯვებას მივაღწიე. დიახ, ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ, ვინაიდა „ოსასუნათან“ გამარჯვებას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.“

„პირველ ტაიმში გუნდმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოხერხდა. ფეხბურთელები ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ გასახდელში მათ ვუთხარი, რომ მეორე ნახევარში შანსები კიდევ გვექნებოდა და სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა.“

„მილიტაომ კარგი მატჩი ჩაატარა, მან სასურველ მიზანს მაინც მიაღწია და მეტოქის კარი აიღო. დამეთანხმებით, ბრაზილიელს პირველ 45 წუთშიც შეეძლო გოლის გატანა.“

„ვიმედოვნებ, რაფაელ ვარანთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემასთან არ გვექნება საქმე. წინასწარი დაკვირვებით დაზიანება მარტივად აღმოფხვრადია, თუმცა დაველოდებით სამედიცინო შემოწმებას.“

„აზარის გამო ბედნიერი ვარ. ბელგიელი ფეხბურთელი ბენზემასთან შესანიშნავად კომბინირებს. ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“

„ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ედენი „ჩელსის“ წინააღმდეგ, ის დღეს შესანიშნავი იყო.“

„ბლანკოს თამაშით კმაყოფილი ვარ, ის „კასტილიას“ ეკუთვნის, მაგრამ ამტკიცებს, რომ მთავარ გუნდშიც შეუძლია ფეხის მოკიდება. ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს და ყოველთვის პოზიტიური ენერგიითაა სავსე.“

„ფიზიკური და ემოციური თვალსაზრისით თავს კარგად ვგრძნობთ. დღეს რამდენიმე ფეხბურთელს მივეცი დასვენების საშუალება, რათა ლონდონში მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ.“

„„ატლეტიკოს“ კარში „ელჩეს“ მიერ შესრულებულ პენალტზე საუბარი არ მსურს. მომენტი ვნახე, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ფაქტია, რომ სიმეონეს გუნდმა მოიგო და მსაჯს არაფერი დაუნახავს.“

„თუ რამოსი 100%-ით მზად იქნება, „ჩელსისთან“ მატჩში გუნდის დახმარებას შეძლებს. ვნახოთ, რა იქნება მომდევნო დღეებში.“ dle 10.1


1

2 მაი 2021 13:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 93
fu ras daamsgavset saiti raa...sad naxet ak zidanis sheteva atletikoze...

2

2 მაი 2021 15:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
როგორი მკვდარია საიტი 100 კომზე მეტი აღარც იწერება თითქმის ადრე მახსოვს რო ხან 1200 კომენტარზე ადიოდა ხოლმე ტეხავს ძალიან

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)