მოურინიო მადრიდელებს - „ერთ-ერთი თვენგანი არის ვირთხა“

„რეალის“ ყოფილმა მეკარე იეჟი დუდეკმა, ავტობიოგრაფიულ წიგნში, მოურინიოს მადრიდში ყოფნის პერიოდის შესახებ დაწერა.


„2 წლის წინ წავიკითხე, რომ ესპანური პრესა „ვირთხას“ ეძებდა „რეალში“ გასახდელში და მყისვე გამახსენდა 2011 წელი, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1-1 დავუზავდით „ბარსელონას.“ ნამატჩევს, ჟოზემ ფეხბურთელებს გვითხრა, რომ არცთუ ისე ცუდი შედეგი დავაფიქსირეთ და ეს სიმართლეს შეესაბამედოდა, ვინაიდან თითქმის მთელი მეორე ნახევარი 10 კაცით მოგვიწია ასპარეზობა.“

„შემდეგ მან დაამატა: „ვხედავ, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაქვთ მედია საშუალებებთან და ეს მნიშნელოვანია. მათგან გავიგე, რომ თამაშის წინ შეკრებები არ მოგწონთ და უკმაყოფილონი ხართ ვარჯიშის მეთოდებით. ამასთანავე, ვრთავ ტელევიზორს და რას ვხედავ, მთელი ჩვენი გეგმა სააშკარაოზეა გამოტანილი. როგორ შევძლებთ ჩვენ წარმატების მიღწევას, როდესაც შემადგენლობაში გვყავს „ვირთხა?!“ განვლილი დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა გულშემატკივრები გაგვეოცებინა, თუმცა ყველაფერი წყალში ჩაიყარა.““

„აქადმდე არასდროს მინახავს მოურინიო მსგავს სიტუაციაში. მის თვალებზე ცრემლებსაც კი შენიშნავდით. მისი ემოციური მდგომარეობა საშინელი იყო.“

„ის მიუბრუნდა ესტებან გრანეროს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს - „შეიძლება შენ ხარ ეს ვირთხა? როგორ შეიძლება მსგავსი რამის გაკეთება. შენ მოატყუე მწვრთნელი, ოჯახი და მეგობრები. აუცილებლად გავარკვევ ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი.““

„საუბრის ბოლოს მოურინიომ ბოთლი მიანარცხა კედელს და კარი გაიჯახუნა.“ dle 10.1


1

29 აპრილი 2021 10:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მოურინიო ეხა სუ ფეხებზე გვკიდია ადმინ,ტრავმირებულ იგროკებზე რაიწერება?
ან ფედე თუ განიკურნა კოვიდისგან? რამოსი ოსასუნასთან იქნებაო,მენდიც დიდი ალბათობით იქნება პამპლეონელებთან,აი ფედეზე კი არაფერია ცნობილი,ფედე გვჭირდება ჩელსისთან ისე როგორც არასდროს,მაგის გარღვევები დიდ უპირატესობას მოგვცემს,ჩელსი და კერძოდ ტუხელი ძაან შეცდა,ყველაფერი უნდა გაეღოთ რო მადრიდში მოეგოთ რადგან თამაშით გვაჯობეს,რამოსი მენდი და ფედე სამივე თუ იქნა იქეთ განადგურდება ჩელსი,ამიტო აქვე უნდა მოეგოთ,ისე კი მეორე ტაიმში გადაკეტა ზიზუმ და აშკარად არ წაგებაზე იფიქრა,ოსასუნასთან ვაფშე გადახალისებულ გუნდს ველი,ლალიგა მაინც დაკარგულია და დაიკიდოს ვაფშე
ლუნინი
ოდრიოსოლა ნაჩეტე მილიტაო მარსელო
ბლანკო ისკო
ასენსიო
როდრიგო მარიანო და სქელტრაკა
აი ჩელსისთან კი იმენა თითქმის ერთი კვირის დასვენებული იგროკები გვეყოლება,ის სამი კი ორი კვირა ისვენებენ უკვე
ჩელსისთან ესე უნდა გავიდეთ
კურტუა
კარვახალი რამოსი ვარანი მენდი
კროოსი კაზე მოდრიჩი
ფედე ბენზემა ვინიციუსი
აი ეს კამანდა თუ შეიკვრა ლონდონელებისთვის მაშინ დაენძრევათ სერიოზულად

2

29 აპრილი 2021 10:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ჩემი აზრით ჟოზეს ანჩელოტით ჩანაცვლება კარგი იდეა იყო, მაგრამ რომც არ ჩაენაცვლებინათ იმ წელს ჟოზიტოც აწევდა ლიგას. მაგან ჩამოაყალიბა ეგ გუნდი მექანიზმად

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)