კუნდე თუ ტორესი? - „რეალმა“ არჩევანი გააკეთა

სამეფო კლუბში ნამდვილად ცხელი ზაფხული იქნება სატრანსფერო სიახლეებთან დაკავშირებით.


როგორც იცით, რამოსისა და ვარანის მადრიდული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კაპიტანს 2 თვეში ეწურება მოქმედი ხელშეკრულება და ამ ეტაპისათვის, კლუბთან შეთანხმებას ვერ პოულობს, ხოლო ფრანგს კონტრაქტით კიდევ 1 წელი დარჩა, თუმცა, დიდი ალბათობით, გახანგრძლივებას არც ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ. პირიქით, „რეალი“ ეცდება, რომ გამოიყენოს სიტუაცია და სარფიანად გაასხვისოს რაფაელი.

ამ ყველაფრის ფონზე, „ბლანკოსის“ წარმომადგენლები დაცვითი ხაზის მოთამაშეების ძიებაში არიან. მოცემული მომენტისათვის, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყველაზე მეტად სევილიელი ჟულე კუნდესა და ვილიარეალელი პაუ ტორესის შესაძლებლობებით არიან დაინტერესებულნი. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი სამიზნე მაინც 22 წლის ფეხბურთელი იქნება, რომლის გამოსასყიდი ფასიც 90 მილიონ ევროს ფარგლებში მერყეობს, თუმცა მადრიდელები ეცდებიან 50-60 მილიონის გადახდასა და რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის შეთავაზებას ანალუსიელებისათვის. კუნდეს, რომელიც ზაფხულში საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი იქნება, „სევილიას“ რიგებში 82 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა. მასზე პრემიერ ლიგის კლუბებსაც უჭირავთ თვალი.

რაც შეეხება ტორესს, „ტრანსფერ მარკეტის“ მონაცემებით, მისი პოტენციალი 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ის ესპანეთის ეროვნული ნაკრების სრულფასოვან წევრად ითვლება.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)