„რეალის“ სასწაული - მხოლოდ 1 მეგოლე

თამამად შეიძლება ითქვას, სამეფო კლუბის შანსები ჩემპიონთა ლიგაზე კარიმ ბენზემაზე გადის.


„ჩელსისთან“ შეხვედრაში გულშემატკივრების კიდევ ერთხელ იხილეს ფრანგი თავდამსხმელის გამორჩეული ხარისხი, თუმცა, ამასთანავე, ნათლად დაინახეს, რომ გუნდი იმაზე მეტად არის დამოკიდებული 1 ფეხბურთელზე, ვიდრე ევროპის სხვა რომელიმე ტოპ კლუბი.

ლონდონელთა კარში გატანილი გოლი ბენზემასთვის 28-ე გამოდგა მიმდინარე სეზონში. „რეალის“ შემადგენლობიდან მას უკან მოჰყვებიან ვინისიუსი, ასენსიო, კაზემირო (სამივეს 6-6 გოლი), მოდრიჩი და რამოსი (ორივეს 4-4). საერთო ჯამში კი, ჩამოთვლილ მოთამაშეებს „ცხრიანთან“ შედარებით 2-ით ნაკლები ზუსტი დარტყმა აქვთ განხორციელებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ევროპულ გრანდებში რადიკალურად განსხვავებული სურათია. მაგალითისათვის, „ბარსელონაში“ მეგოლეთა სიას ლიდერობს მესი (33), რომელსაც მოსდევენ გრიზმანი (18), დემბელე (10), დე იონგი და ბრაიტვეიტი (ორივეს 7-7). მსგავსი ვითარებაა „ატლეტიკოშიც:“ ლუის სუარესი (19), მარკოს ლორენტე (12), ჟოაო ფელიქსი (10), ანხელ კორეა (7) და იანიკ კარასკო (6). ორივე გუნდის შემთხვევაში, დანარჩენ მოთამაშეებზე იმაზე მეტი გოლი აქვთ ერთად გატანილი, ვიდრე შემადგენლობის ბომბარდირებს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შედეგიანობის თვალსაზრისით, „რეალი“ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს. ჩატარებულ 46 შეხვედრაში, მადრიდელები მხოლოდდამხოლოდ 77 გოლს მოითვლიან.

აღნიშნულიდან გამომდინარე ნამდვილად სასწაულია, სეზონის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ორივე ტურნირის მოგების შანსის შენარჩუნება.

MARCA dle 10.1


1

28 აპრილი 2021 21:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3486
ეს სტატია მაღლა აწიეთ და დააყენეთ ერთი კვირა მაინც. საშინელება ხდება რეალში. ვინმე გამტანი უნდა გუნდს, თორე მართლა როგორ გვაქვს ამ ორ ტურნირზე ისევ შანსები მეც ძააან მიკვირს. კიდე უკმაყოფილო კი ვართ მარა ესეც მაქსიმუმია უბრალოდ ამაზე უკეთეს სეზონს ვერ ჩაატარებდა ზიდანი ამ შემადგენლობით.

და ბრავო ბენზემას რო მთელი სეზონია გვათრევს რასაც ქვია
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა


ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)