მილიტაომ კვლავ გაიბრწყინა - რას გადაწყვეტს ზიდანი?

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, „რეალსა“ და „ჩელსის“ (1-1) შორის, საკმაოდ მძიმე და დაძაბული გამოდგა.


ის, რომ სამეფო კლუბი კვლავ ინარჩუნებს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალური მატჩის საგზურის მოპოვების შანსს, ლომის წვლილი მიუძღვის კურტუასა და დაცვით ხაზის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ედერ მილიტაოს, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე ასპარეზობა შემოგვთავაზა. 23 წლის მოთამაშე საიმედოდ გამოიყურებოდა „ალფრედო დი სტეფანოზე,“ მან მეტოქის არა ერთი იერიში გაანეიტრალა და მეტიც, საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

ჯერ კიდევ 1 თვის წინ, როდესაც ბრაზილიელი მცველი „სელტასთან“ შეხვედრაში სათადარიგო სკამს ამაგრებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები. მას შემდეგ, ედერმა მიჯრით 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შეიძლება ითქვას, გუნდის ბოლოდროინდელი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.

გამომდინარე იქედან, რომ მწვანე მინდორს დაუბრუნდა ვარანი და რამდენიმე დღეში იგივეს გააკეთებს რამოსიც, ზინედინ ზიდანი დილემის წინაშე აღმოჩნდება. საინტერესოა, როდესაც ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჩადგება, მოიძებნება თუ არა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში მილიტაოსთვის, რომელიც, ამ მომენტისათვის, თავის კოლეგებთან შედარებთ, ბევრად კარგ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს.

MARCA dle 10.1


1

28 აპრილი 2021 20:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818
ძან მოშნია რა, კიდევ აქ ფიზიკაში მომატების პერსპექტივა ჯერ ტიპი 21 წლის ბავშვია, პეპეს გავს რაღაცით. ვარანს კარგად შეცვლის თურამეა და აი რამოსის შემცვლელი კი ნაღდად საჭიროა. პაუ გვინდა რა, ან დაველოდოთ ვინმე გამოჩნდება მომავალში

2

28 აპრილი 2021 22:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 775
თურამოსი წავა და ვარანი შემდეგსეზონში ვფიქრობ კარგი იქნება ალაბა მილიტაოს დუეტი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (356)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)