ჯერემი:,,თუ ზიზუ ლიგას კიდევ მოიგებს, უკონკურენტო გახდება"

ჯერემი ჯიტაპმა „რეალისა“ და „ჩელსის“ შესახებ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. მოგეხსენებათ აღნიშნული ფეხბურთელი წლების მანძილზე იცავდა, როგორც სამეფო კლუბის, ასევე „არისტოკრატების“ ღირსებას...


„ზიდანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, ის ძალიან მორცხვი ბიჭი იყო, მაგრმ ფრანგულ ენას კარგად ვფლობდი და კომუნიკაციას ვამყარებდი. როცა ზიზუ „რეალში“ მოვიდა, საოცრებები შექმნა.“

„„როდესაც კარიერა დავამთავრე ფეხბურთისთვის რაიმე კარგის გაკეთება მსურდა. წავედი აფრიკაში და იქაურ ახალგაზრდებს დავეხმარე, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ ისეთი პირობები, როგორიც ევროპელ ფეხბურთელებს.“

„სუპერლიგის პროექტს არ მივესალმები და ვთვლი, რომ ამ ტურნირის ჩატარების შემთხვევაში ფეხბურთს არა პროგრესი, არამედ რეგრესი ექნებოდა.“

„არ შემიძლია არჩევანის გაკეთება, ვინაიდან ვთამაშობდი „ბლანკოსშიც“ და „ჩელსიშიც“. დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს და ფინალში გავიდეს.“

„როდესაც „რეალში“ მივედი, პირველი სიტყვები კარგად მახსოვს - „კეთილი იყოს თქვენი ფეხი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, სადაც ბევრ ტიტულს მოიგებთ.“

„თუ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის მოგებას მეოთხედ შეძლებს, ის მსოფლიოს ყევლა დროის საუკეთესო მწვრთნელი გახდება. ფრანგს უყვარს თავისი საქმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ „რეალს“ ყველაფრის მოგების პოტენციალი აქვს.“

„ფლორენტინო პერესი ბოლოს პარიზში ვნახე, ჩვენ ბევრი რამ გავიხსენეთ და სასიამოვნო დრო გავატარეთ. გამიხარდება, თუ პრეზიდენტი აფრიკის ქვეყნებში „ბლანკოსის“ ელჩის სტატუსს მომანიჭებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 აპრილი 2021
  • 909
  • 1

1

27 აპრილი 2021 11:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ჯერემის და მაკელელს ძლივს ვანსხვავებდი ხოლმე ერთმანეთისგან .. აუ რა დრო იყო, ფეხბურთი სულ სხვა განზომილებაში ამყავდა <3

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)