აზარი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - ციფრები მაშინ და ახლა

ბელგიელი ფეხბურთელისათვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გამორჩეული და მნიშვნელოვანი იქნება.


ედენ აზარი 7 წლის განმავლობაში იცავდა „ჩელსის“ ღირსებას. ის 2011/2012 წლების სეზონში, „ლილიდან“ (სადაც ლიგა 1 მოიგო) გადავიდა ლონდონელთა რიგებში, სადაც 352 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 30 წლის ნახევარმცველმა საერთო ჯამში 110 გოლსა და 92 ასისტს მოუყარა თავი. მან „ლურჯების“ შემადგენლობაში ორ-ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ევროპა ლიგა, ხოლო თითო-თითოჯერ „კარაბაო“ და „ფა“ თასები.

ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგების შემდეგ, აზარის ციფრები შთამბეჭდავი ვეღარ არის და რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზია ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამწუხაროდ, ფეხბურთელი უფრო მეტ დროს ლაზარეთში ატარებს, ვიდრე საფეხბურთო მოედანზე. ამ ეტაპისათვის, ედენმა „რეალის“ მაისური 37-ჯერ მოირგო (4 გოლი და 5 ასისტი), აქედან, 8-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით (1 გოლი და 1 ასისტი).

აზარმა ახლახანს მოიშუშა უკანასკნელი ტრავმა და მზად არის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საბრძოლველად.

MARCA
dle 10.1


1

27 აპრილი 2021 12:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1855
არა რა ფეხბურთელისთვის ტრამვა რა საშინელებაა... რა დონის ფეხბურთელს რა რეგრესი აქვს... არადა ამას უნდა გადაერჩინა რეალი, აბა ვინიციუსი სანამ დარტყმას ისწავლის...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)