ტუხელი:,,რეალი ყველაზე გამოცდილი გუნდია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ"

ტომას ტუხელმა „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ ვიცით, რომ ურთულესი მეტოქე გვყავს, მაგრამა არაერთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ გამოვსულვართ უმაღლეს დონეზე, მათ შორის „ატლეტიკოს“, „ლივერპულის“ და სხვების. მატეო კოვაჩიჩი მზად არ არის სხვა ფეხბურთელები კი ჩვენთან ერთად არიან და მოედანზე გასვლას შეძლებენ.“

„ჩვენ გვაქვს ერთიანი სულისკვეთება და გამოცდილება, რომელიც ახალ გამოწვევას უნდა მოვახმაროთ.“

„ილუზიებით არ ვცხოვრობთ და არ გვსურს, რომ მხოლოდ სასწაულებზე ვიყოთ დამოკიდებულები. ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ ძალას და გვჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია. „ჩელსის“ მიზანი პირველივე წუთიდან გამარჯვება და ფინალში გასვლა იქნება.“

„მსაჯებზე საუბარი აბსოლუტურად უადგილოდ მიმაჩნია. „უეფა“ არანაირ სადამსჯელო ღონისძიებას არ გაატარებს არბიტრების მეშვეობით, ჩვენ უმაღლესი დონის ტურნირზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, რომ სისულელეზე დროის დახარჯვა არ ღირს.“

„თუ „რეალთან“ გამარჯვება გსურს, დონე არ უნდა დაწიო და პირველიდან ბოლო წუთამდე უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი ითამაშო, სხვაგვარად ევროპის მასშტაბით ყველაზე გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება წარმოუდგენელია.“

„ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი გუნდი „რეალის“ წინააღმდეგ ნახევარფინალს ითამაშებდა. „დორტმუნდში“ მოხვედრის შემდეგ ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდა. დღეს უკვე ლონდონურ კლუბს ვუდგავარ სათავეში და ზურგს გამოცდილება მიმაგრებს. ამ ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი ოჯახის წევრებს, მათი დახმარება მნიშვნელოვანი იყო.“

„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ჩემთვის არც ისე მისაღებია, თუმცა ამ თემაზე მე არ უნდა ვსაუბრობდე. ზოგადად ფეხბურთელების მაქსიმალურ დატვირთვას და რთულ კალენდარს ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი. ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, არის ეროვნული ჩემპიონატები, ნაკრებების დაპირისპირებები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ფეხბურთელების დიდ დატვირთვასთან გახლავთ კავშირში.“

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომ აზარი არა „რეალის“, არამედ „ჩელსის“ რიგებში თამაშობდეს, თუმცა ბელგიელს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და კონკრეტულად მასზე აქცენტს არ ვაკეთებ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ითამაშებს, თუ არა ედენი, საუკეთესო გამოსავალი საერთოდ 10 კაციანი „რეალის“ ხილვა იქნებოდა.“

„იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ, დაცვაში ზუსტი თამაში გვმართებს, შეცდომები ფაქტობრივად არ გვეპატიება.“

„სუპერლიგის პროექტი „ჩელსის“ ბევრმა ქომაგმა გააპროსტესტა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მხარეს ფეხბურთი არ უყვარს. ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი ფეხბურთის წინსვლას.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 აპრილი 2021
  • 3332
  • 1

1

26 აპრილი 2021 17:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2048
დაცვიდან ითამაშებს აუცილებლად და ჩვენი არაფრისმაქნისი თავდასხმა რას იზამს კაცმა არ იცის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)