ვარანი: „ეს არის ჩემი აზრი ჩ/ლიგის დატოვებასთან დაკავშირებით“

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, რაფაელ ვარანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე ვიმყოფებით. აღნიშნული ეტაპი გაცილებით მომთხოვნია, როგორც ფიზიკურ, ასევე ტაქტიკურ და ტექნიკურ ასპექტებში. ახლა უკვე მცირე დეტალებიც დიდ მნიშვნელობას იძენს. რაც შეიძლება მომზადებულნი უნდა შევხდეთ თამაშს, რათა სრულყოფილი ფეხბურთის თამაში შევძლოთ. გუნდი მოსაგებად გამოვა მოედანზე და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.“

„სეზონი საკმაოდ რთულია და შესაბამისად, ფიზიკური კონდიციებისადმი მოთხოვნა მაღალია. ვფიქრობ, გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. რაც შეეხება შეტევას, ჩვენ გვყავს კვალიფიციური ფეხბურთელები, რომლებიც დიდ პრობლემებს უქმნიან მოწინააღმდეგეს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი შესაძლებლობოს მოძიება გოლის გასატანად. რა თქმა უნდა, დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე გვმართებს. მთავარია, რომ თავდაჯერებულნი ვართ და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.“

„მე მთლიანად მოტივირებული ვარ ხვალინდელ მატჩზე. ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოვიგო და ეს არის ტურნირი, სადაც ყოველთვის მსურს ასპარეზობა.“

„„ჩელსი“ კარგად დაკომპლექტებული გუნდია. მათ მრავალმხრივი მოთამაშეები ჰყავთ, თუმცა ჩენ მარტივად შეგვიძლია ადაპტაციის გავლა ნებისმიერ წინააღმდეგობასთან. ლონდონელებს ძალუძთ პრობლემების შექმნა მატჩის მიმდინარეობისას. შესაბამისად, უკანა ხაზში საიმედო თამაში გვმართებს.“

„მსაჯობა? აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ჩემს კომპეტენციას არ წარმოადგენს. როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ თამაშისკენ მიძგერს გული.“

„ჩემი კონტრაქტი? ამ მომენტისათვის მხოლოდ დარჩენილ მატჩებზე ვაკეთებ აქცენტს. ვფიქრობ, ჩემი მომავალი ნათელია.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (61)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)