ზიდანი: „სამწუხაროდ, ის დაგვაკლდება „ჩელსისთან“ მატჩში“

„ჩელსისთან“ დაპირისპირების წინ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.


„ვფიქრობ, უბრალოდ აბსურდია იმის თქმა, რომ მადრიდის „რეალი“ მომდევნო ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულს საკითხის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ამის კონტროლი შეუძლებელია. ჩვენ მხოოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩემი აზრით, ყველას გვინდა სამეფო კლუბის ხილვა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ახალ სეზონშიც.“

„ჩვენ ვსაუბროთ ნახევარფინალზე და შესაბამისად, რთულ შეხვედრას ველოდებით. მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ მოედანზე. საჭირო საიმედო თამაში დაცვაში და შანების შექმნა. ვგონებ, იმისათვის, რომ „ჩელსის“ ზიანი მივაყენოთ, საუკეთესო წარმოდგენა უნდა დავდგათ.“

„რა თქმა უნდა, ჩვენ ტურნირებს შორის არჩევანს არ ვაკეთებთ. ორივე ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი გვაქვს.“

„გარკვეულ სირთულეებს გადავაწყდით, თუმცა დანებებას არ ვაპირებთ. სეზონის დასრულებამდე დაახლოებით 1 თვეზე მეტია დარჩენილი და გუნდის ამოცანაა ბოლომდე ბრძოლა.“

„ედერ მილიტაომ საკმაოდ ბევრი გააკეთა გუნდისთვის. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ბრაზილიელი „რეალის“ რიგებში ირიცხება.“

„ტონი კროოსმა მოასწრო გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, მენდი კვლავ იუქმებს.“

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ ედენ აზარი ბოლომდე მზად არის. „ბეტისთან“ შეხვედრაში კარგად ჩაერთო.“

„მივმართავ ტუხელს და ასევე პატივისცემას ვუდასტურებ. მისი მმართველობის პერიოდში „ჩელსი“ კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. არა მგონია, მეტოქე ჩაიკეტოს და არასანახაობრივი ფეხბურთი შემოგვთავაზოს.“

„თუ ჩეფერინის განცხადება მსაჯობაზე იმოქმედებს, მაშინ არაფერს ჰქონია აზრი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ნახევარფინალები ჩვეულ რეჟიმში ჩაივლის, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.“

MARCA dle 10.1


1

26 აპრილი 2021 14:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2617
კარგად კი ჩაერთო აზარი მაგრამ რა გააკეთაა, ტრაკი უცახცახებს. კარებში დარტყმა დაავიწყდა. მენდის არ ყოფნა დიდი დანაკლისია, მარსელო უნდა დადგეს აუცილებლად იქნება რამე ქნას თორე, ნაჩოს არაფერი არ გაუკეთებია ფლანგზე წინა თამააშში

2

26 აპრილი 2021 14:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2048
მოიგე ლიგა და დაგვემშვიდობე, მეტი რავი რაღა უნდა ქნა :)

3

26 აპრილი 2021 14:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
ციტატა: Batumski
მოიგე ლიგა და დაგვემშვიდობე, მეტი რავი რაღა უნდა ქნა :)

ნეტა მართლა ეგრე ქნას... მართლა ძეგლი უნდა დაუდგან...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)