ნეგრედოს აგენტი: “”ზენიტი”? სრულებით შესაძლებელია”.

მე ვადასტურებ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ...


ალვარო ნეგრედოს მომავალი კვლავ გაურკვეველია. მისი პერსონით ბევრი ევროპული გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ოფიციალური წინადადებით ფლორენტინო პერესისთვის არავის მიუმართავს. აგრეთვე ჯერ ისიც გაურკვეველია არენდით გაუშვებენ თუ გაყიდიან. ნეგრედოს აგენტი არაფერს არ ახმაურებს.

"მე ვადასტურებ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რომასთან და შესაძლებელია რომაული კლუბი ნეგრედოსთვის იდეალური ვარიანტი გახდეს"-განაცხადა ალექსანდრე კამანომ Tuttomercatoweb.com-თან ინტერვიუში.

"მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრანსფერი მალე შედგება. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. საუბარია აგრეთვე ნეგრედოს ინგლისურ კლუბში გადასვლაზე, ამ წუთისთვის ნეგრედო "რეალის" ფეხბურთელია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

ინტერვიუ კამანომ შემდეგი სიტყვებით დაასრულა: “”ზენიტი”? სრულებით შესაძლებელია”.

ინგლისური კლუბებიდან აქტიურობს "ჰალ სიტი", მაგრამ შეძლებს კი ეს კლუბი 15 მილიონის გადახდას, რომელსაც "მადრიდელები" ითხოვენ ნეგრედოს სანაცვლოდ. ზენიტი კი მზადაა სრულად გამოისყიდოს ფეხბურთელის კონტრაქტი, ამ დროს კი რომა და ჰალი არენდზე საუბრობს. dle 10.1

  • Gio
  • 12 აგვისტო 2009
  • 1555
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)