დანი კარვახალი:„სიტუაციას აუცილებლად გამოვასწორებთ“

დანიელ კარვახალმა „ბეტისთან“ დაპირისპირება შეაფასა და „ჩელსიზე“ ისაუბრა.


„ეს იყო ძალიან მომთხოვნი და მკაცრი თამაში, სადაც მადრიდის „რეალის“ შეტევის ხაზი ნამდვილად არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. დიახ, გუნდს მომენტები ჰქონდა, მაგრამ არც ისე ბევრი და ხარისხი, რომ გოლი გვენახა. ფრე ძალიან ცუდი შედეგია, რამაც პირველი ადგილისგან უფრო დაგვაშორა, თუმცა ამ ეტაპზე მეტოქეების შედეგებს დაველოდებით. დანებებას არცერთ ვარიანტში არ ვაპირებთ. ვიცით, რომ წინ კიდევ 15 ქულა იქნება გასათამაშებელი.“

„ზიდანი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ყველას მოგვიწოდებს, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში მაქსიმალურად დავიხარჯოთ და საუკეთესო შედეგები მივიღოთ.“

„პირად დონეზე კმაყოფილი ვარ. მოედანზე დატვირთვის მიღება უფრო მეტად შემიძლია. ამ სეზონში ყველაზე ცუდი ციფრები მაქვს, რასაც ტრავმები განაპიროებს, თუმცა მიხარია, რომ ყველაფერი ცუდი უკან მორჩა.“

„ახლა ევროპის 4 საუკეთესო კლუბს შორის ვართ, თუმცა გვინდა, რომ ორ საუკეთესოს შორის მოვხვდეთ, ამიტომ ყველაფერს გავიღებთ „ჩელსისთან“ გასამარჯვებლად და ფინალში გასასვლელად. გუნდს სრული კონცენტრაცია გადააქვს ჩემპიონთა ლიგაზე და ქომაგებს პირდება, რომ სიტუაციას გამოასწორებს.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)