კურტუა:„აზარს მეტი გამბედაობა მართებს, ის ტოპ ვარსკვლავია“

ტიბო კურტუამ „ბეტისთან“ დაპირისპირება შეაფასა და ედენ აზარზეც ისაუბრა.


„„ბეტისი“ ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც დაცვაში იდეალური ფეხბურთი ითამაშა და მადრიდელ შემტევებს ეფექტური გამოსვლის საშუალება არ მისცა. ფაქტია, რომ პელეგრინის გუნდმა ჩვენი სტადიონიდან 1 ქულის წაღება შეძლო და ჩვენ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. თუ „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ თავიანთ მატჩებს მოიგებენ, ჩვენი შანსები კიდევ უფრო შემცირდება, მაგრამ ახლა დანებება არ ღირს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და მეტოქეების შედეგებს დაველოდოთ.“

„უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ. წინ უმძიმესი დაპირისპირება გველის „ჩელსის“ წინააღმდეგ, რომელიც ბოლო დროს ძალიან კარგად ასპარეზობს და მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გამოისწორა.“

„მიუხედავად ინტენსიური კალენდრისა, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ფიზიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ. ვიცით, რომ „ჩელსისთან“ მატჩი მარტივი არ იქნება, თუმცა დაცვაში სწორად უნდა ვითამაშოთ და შეტევაში მეტ ეფექტურობაზე ვიფიქროთ. „რეალს“ შეუძლია ფინალში გასვლა.“

„აზარს მეტი გამბედაობა მართებს. ჩემი აზრით, ბელგიელს კარში უნდა დაერტყა და ვინისიუსისთვის პასის გაკეთება ოპტიმალური გამოსავალი არ იყო, თუმცა მან სხვაგვარად ჩათვალა.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)