რაფაელ ვარანმა „რეალს“ საბოლოო გადაწყვეტილება ამცნო!

ესპანური გამოცემების ცნობით, რაფაელ ვარანი ზინედინ ზიდანს პირისპირ შეხვდა...


მთავარ მწვრთნელს სურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონისგან სამომავლო გეგმების შესახებ მოესმინა. ზიზუს ვარანის გაშვება არ სურს, მაგრამ როგორც სჩანს, უკანახაზელს გადაწყვეტილება მტკიცედ აქვს მიღებული.

ვარანმა „რეალს“ ამცნო, რომ წასვლის პერსპექტივას აქტიურად განიხილავს და ზაფხულში „რეალს“ გაყიდვას სთხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ფლორენტინო პერესი მას მაინც დატოვებს, ფრანგი ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება და მადრიდში 2022 წლის 30 ივნისამდე, ანუ კონტრაქტის ამოწურვამდე ყოველგვარი პრობლემის გარეშე დარჩება.

თავის მხრივ, სამეფო კლუბი 70-80 მილიონ ევროს არცერთ შემთხვევაში არ გაანიავებს, ამიტომ ფეხბურთელის გაყიდვა სავსებით რეალური გახდება.

„მერენგებში“ ვარანის შემცვლელად მოიაზრებენ, როგორც დავიდ ალაბას, ასევე პაუ ტორესისა და ჟულს კუნდესგან ერთ-ერთს. dle 10.1

  • Hala
  • 24 აპრილი 2021
  • 1797
  • 2

1

24 აპრილი 2021 14:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818
ვარანი თუ წავა პაუ გვჭირდება აუცილებლად, ალაბა მენდის ზამენად განმწესდეს და ხანდახან კარვას შემცვლელად, ნაჩოც გვყავს პლიუს.

2

24 აპრილი 2021 16:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ალაბა მაგარი ფეხბურთლია სადაც გინდა დააყენე ყველგან თამაშობს თან უფასო მაგრა გამოადგება რეალს თუ აზარისა არ დაემართა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)