პერესი: „ამ 2 გუნდს აუცილებლად მოვიწვევთ სუპერ ლიგაზე“

ფლორენტინო პერესმა AS-თან ჩაწერა ვრცელი ინტერვიუ, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროპის სუპერ ლიგის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე.


- თქვენ თქვით, რომ ევროპის სუპერ ლიგის პროექტი ჯერ კიდევ ძალაშია. გვიამბეთ ამჟამინდელი ვითარების შესახებ...
- ამ ეტაპისათვის არაფერი შეცვლილა. კლუბებს შორის დადებული შეთანხმება კვლავ მოქმედია. უბრალოდ ჩვენ გვჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ სათანადოთ ვუპასუხოთ იმ მტრულ დამოკიდებულებას, რაც აღნიშნულ პროექტს მოყვა ადამიანებისგან, რომლებსაც არ სურთ თავიანთი პრივილეგიების დათმობა.

- ხომ არ ნანობთ, რომ აღნიშნული ტურნირის დაარსებაში მიიღეთ მონაწილეობა?
- არა. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და ზემოთ ხსენებულ ადამიანების რეაქციაც იგივე იქნებოდა. ჯერ კიდევ იანვარში, „უეფას“ პრეზიდენტმა დაიწყო თავდასხმა სუპერ ლიგასთან დაკავშირებით. ჩვენ მას შემდეგ გვინდოდა მოლაპარაკებები გვეწარმოებინა ევროპის ფეხბურთის ორგანიზაციასთან, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა. სანაცვლოდ მივიღეთ მიზანმიმართული და ორკესტრირებული შეტევა, რომელიც აქამდე არასდროს მომხდარა. ჩვენ იძულებულნი გავხდით მიგვემართა სასამართლოსთვის და ახლა, სუპერ ლიგასთან მიმართებით, „უეფას,“ „ფიფასა“ და ნაციონალური ლიგებს თავშეკავრება მართებთ. ეს ეხება, როგორც სანქციების საკითხს, ასევე საჯარო განცხადებების გამოქვეყნებას. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება დაასრულებს „უეფას“ მონოპოლიას, თუმცა ოთხშაბათს, პრეზიდენტმა ჩეფერინმა კვლავ აგრესია გამოხატა, რაც უკვე თავისუფალი კონკურენციის პრინციპს ეწინააღმდეგება.

- ევროპის სუპერ ლიგის იდეას აკრიტიკებენ იმისათვის, რომ აღნიშნული ტურნირი, ფაქტობრივად, გაანადგურებს შიდა ჩემპიონატებს, ვინაიდან მსგავს ფორმატში კლუბები თავისი ინიციატივით ვერ ჩაერთვებიან. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ვგონებ, გავრცელებული არგუმენტები არ არის სწორი, ეს მხოლოდ მანიპულაციების შედეგია. სუპერ ლიგის არსი მდგომარეობს ფეხბურთის გადარჩენაში და არა პირიქით. სპორტის ეს სახეობა ეკონომიკური პირობების გამო მეტად დაზიანდა, შესაბამისად, საჭიროა რეალობას თვალი გავუსწოროთ და ახალ ერაში დავიწყოთ ცხოვრება. სუპერ ლიგის მთავარი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი ფულის მოზიდვა და სიტუაციის გამოსწორება, რაც პარალელურად ინტერესს გაზრდის ფეხბურთის მიმართ. „უეფას“ მიერ შემოთავაზებული მოდელი ვერ იქნება სარგებლის მომტანი. ამასთანავე, ისინი ცვლილებების აანონსებენ 2024 წლიდან და ჩვენ ლოდინი არ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, მზად ვართ იდეის განვითარებისა და დახვეწისათვის. შესაძლებელია, ჩემპინატებიდან 4 საუკეთესო კლუბს მივცეთ ტურნირზე ასპარეზობის საშუალება. ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, თუმცა ფაქტია, რომ ცვლილებები საჭიროა. 14-24 წლის ახალგაზრდები ნელ-ნელა კარგავენ ინტერესს, ვინიადან რაც დრო გადის, თამაშები მოსაწყენი ხდება. ფეხბურთი გლობალური სპორტია, რომელშიც დაახლოებით 4 მილიარდი ადამიანია ჩართული. აქედან ნახევარზე მეტი იმ გუნდებს გულშემატკივრობს, რომლებიც ევროპის სუპერ ლიგაში არიან გაწევრიანებულნი.

- ეკონომიკური თვალსაზრისით არის კი ისეთი ცუდია სიტუაცია, რომ ფეხბურთის დასამარებაზე მიდიოდეს საუბარი?
- KPMG-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყების პირველ თვეეებში, სუპერ ლიგის მონაწილე კლუბებმა საერთო ჯამში იზარალეს 650 მილიონი ევრო, ხოლო მიმდინარე სეზონის ბოლოს, აღნიშნული მაჩვენებელი 2.5 მილიარდ ევროს მიაღწევს. ან ჩვენ გადავალთ მოქმედებაზე, ან ბევრი კლუბი შეწყვეტს ფუნქციონირებას.

- თქვენი პროექტი სანახაობრივსა და კონკურენტუნარიანს გახდის თამაშებს, მაგრამ რა უნდა მოიმოქმედენ პატარა კლუბებმა?
- რეალურად ფულის მოტანა შეუძლია საინტერესო, კონკურენტუნარიან და სანახაობრივ მატჩებს. ეს ყველაფერი იქნება ყველასთვის და არა მხოლოდ რამდენიმე კლუბისთვის, ვინაიდან ნაციონალური ლიგებს უფრო მეტი ღირებულება ექნება.

- სატელევიზიო საშუალებების მხარდაჭერა გექნებათ?
- აღნიშნულ პროექტზე 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდით და შეიძლება ითქვას, დეტალურად შევისწავლეთ ყველაფერი. ფორმატის მიზანია ინტერესი დაუბრუნოს ქომაგებს, რაც მეტ შესაძლებლობებს ნიშნავს, როგორც დიდი, ასევე საშუალოდ და პატარა გუნდებისათვის.

- „ბაიერნმა“ და „პსჟ“-მ რატომ თქვეს უარი ტურნირში მონაწილეობაზე?
- სხვადასხვა მიზეზების გამო. „ბაიერნში“ მენეჯმენტის ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო პარიზელების მოხმობას მოგვიანებით ვგეგმავთ. 12 გუნდი უკვე წლებია მუშაობს აღნიშნულ პროექტზე, თუმცა ყველა ვარიანტში ვაპირებთ მათ მოწვევას.

- სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის ფაქტი, რომ გაწევრიანებულ კლუბებს 2025 წლამდე კომპენასიიც გარეშე შეუძლიათ ტურნირის დატოვება?
- ვფიქრობ, კონტრაქტის დეტალების ახსნაზე დრო არ უნდა დავხარჯო. ერთს გეტყვით, კლუბებს არ შეუძლიათ ფორმატის დატოვება, თუმცა რამდენიმე მათგანს ზეწოლის გამო მოუწია აღნიშნულის შესახებ განცხადების გაკეთება. ვიმედოვნებ, ახლო მომავალში დაიწყება ჩვენი პროექტი.

- ბანკი( JP Morgan), რომელსაც სუპერ ლიგა უნდა დაეფინანსებინა, მართლა გავიდა პროექტიდან?
- ეს ინფორმაცია რეალობას არ ასახავს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ, როგორც კლუბების ნაწილმა, გარკვეული დრო აიღო, რათა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გაანალიზოს ყველაფერი. შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები მოხდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სუპერ ლიგა საუკეთესო პროექტია.

- ბევრი ამბობს, რომ არსებული სიტუაცია ცუდად იქმომედებს „რეალზე,“ როგორც ოფისებში, ასევე საფეხბურთო მოედანზე. რაას გვეტყვით?
- დემოკრატიულ ევროპაში მსგავსი რამ მიუღებელია.

- რა უფრო მტკივნეულია თქვენთვის, დიდი კლუბების ფინანსური ზარალი, თუ ახალგაზრდებში ფეხბურთისადმი ინტერესის ნაკლებობა?
- ორივე საკმაოდ მტკივნეული მომენტია. სწორედ ამიტომ გვინდა გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, სუპერ ლიგა კარგი ვარიანტია პრობლემის აღმოსაფხვრელად.

- გამოდის, რომ ფეხბურთის მომავალი შემოსავლების ზრდაზე გადის? თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ მბაპეს ტრანსფერი 1 მილიარდი ევრო დაჯდება, ამ თანხის მობილიზება როგორ უნდა მოხდეს?
- დავიწყოთ იმით, რომ შემოსავლების გარეშე არაფერი გამოვა. საჭიროა სტაბილური კონკურენცია, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს მკაცრი ფინანსური „ფეარ პლეი,“ რაც საერთო ჯამში ჯანსაღ გარემოს შექმნის და არა ისეთს, როგორიც დღეს გვაქვს. მაგალითისათვის, ამ ეტაპზე „რეალი“ 3 წყაროთი გამოიმუშავებს ფულს, ესენია: ბილეთების გაყიდვა, სატელევიზიო უფლებები და სპონსორები. გასულ კვირას კი, გამართულ კონგრესზე „უეფას“ პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა - „ჩვენ უნდა გამოვათავისუფლოთ ინვესტიციები და დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც ეკონომიკურად მხარს უჭერენ კლუბებს, მათი ფეხბურთისადმი სიყვარულისა და ღირებულებების გამო.“ აი, ახლა ვინმე ამიხსნის, „რეალმა,“ რომელიც წევრებს ეკუთვნის, როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია კლუბებს, რომელთაც სახელმწიფო ფინანსები უმაგრებს ზურგს.

- ამბობთ, რომ ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია სუპერ ლიგაზე, თუმცა „რეალი“ უზარმაზარი მასშტაბების პროექტს ახცორიელებს („სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია). ამასთაავე, ახალი საშინაო არენა ააგო „ატლეტიკომაც.“ ამ ყველაფერს როგორ აუხსნით ქომაგებს?
- ორივე პროექტი პანდემიამე დაიწყო და ცხადია, არავინ ველოდით მოვლენების ასეთ განვითარებას. პარალელურად, „ატლეტიკომ“ მადრიდის მერიის დახმარებით მოახერხა აღნიშნული პროექტისთვის ხორცის შესხმა, ხოლო „რეალს“ მომდევნო 30 წლის განმავლობაში მოუწევს გარკვეული ვალდებულებების შესრულება. განახლებული სტადიონი წელიწადში დაახლოებით 150-200 მილიონ ევროს შემატებს კლუბის ბიუჯეტს.

- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალტებიდან 3-ს („ჩელსი,“ „მანჩესტერ სიტი“ და „პსჟ“) დარღვეული აქვს ფინანსური „ფეარ პლეის“ წესი. როგორ აგვიხსნით ამ მოვლენას?
- არ მინდა ვინმე განვსაჯო. დიახ, შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა მომხდარით, არამედ რაც მომავალში მოხდება იმით, ვინაიდან ჩვენ ყველამ მოვისმინეთ „უეფას“ პრეზიდენტის კომენტარი. ცხადია, თუ სახელმწიფოსგან დაფინანსებული ან მიდიდარი მფლობელების კლუბები ულიმიტოდ გააგრძელებენ თანხების ხარჯვას, რთული იქნება ნორმალურ კონკურენციაზე საუბარი. ამიტომ სავალდებულოა გამჭირვალობა და იმის ცოდნა, თუ საიდან მოდის დაფინანსება.

- გაოცებულნი დარჩით ჩეფერინისა და ტებასის რეაქციით? რამ გამოიწვია ყოველივე ეს?
- „უეფას“ პრეზიდენტის რეაქცია იყო არასწორი, ვინაიდან ის წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის მიზანია ფეხბურთი და ღირებულებები. ჩვენ გავხდით შეურაცხოფის მსხვერპლი, რაც სამწუხაროა. ჩემს მიერ გაჟღერებულ იდეებს, დეტალურად ავუხსნი მათ.

- მედიაში ამბობენ, რომ თავდაპირველად ლაპორტამ უთხრა ტებას სუპერ ლიგის შესახებ, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელმა ჩეფერინს დაურეკა. რას იტყვით?
- სიმართლე გითხრათ ამის არ მჯერა. ლაპორტას კარგად მოეხსენება, რომ სუპერ ლიგა არის კარგი გამოსავალი, რომელიც ფეხბურთს ღირსებას დაუბრუნებს, ხოლო კლუბებს შემოსავალს მოუტანს. ეკონომიკური სიტუაცია არავის აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას.

- რატომ მისცემს „უეფა“ კლუბებს წასვლის საშუალებას?

- ევროკავშირის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება მონოპოლიას. ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებებიც მიუთითებს.

- „უეფა“ შეძლებდა აღნიშნულის თავიდან არიდებას, კლუბებისთვის პირდაპირ რომ მიეცა ტელევიზიებთან ურთიერთობის საშუალება?
- აი, სწორედ რის გაკეთებას ვცდილობთ ჩვენ. ეს ყველაფერი სუპერ ლიგის დებულებაშია გაწერილი. 12 კლუბი არის თანახმა, ხოლო დანარჩენი წინააღმდეგი, თუმცა რამდენიმე ამავდროულად გამოდის ევროლიგაზე (საკალათბურთო ტურნირი). ვფიქრობ, ახლა დროა გავისარჯოთ და ადამიანებს ავუხსნათ ყველაფერი პროექტის შესახებ და ვუთხრათ, რომ ექსკლუზივი კარგი არ არის. მსგავსი მიდგომა მოქმედებს ევროლიგაზე, რაც მშვენიერია. როდესაც ხდება ცვლილებაბ, თუნდაც ეს უკეთესისკენ იყოს მიმართული, ყოველთვის მსგავსი რეაქცია მოსდევს. ანალოგიურად განვითარდა მოვლენები წლების წინ, როდესაც რეგიონალურიდან ნაციონალურ ლიგებზე გადავიდნენ ქვეყნები და როდესაც 1955 წელს, ევროპის თასი შეიქმნა. დრო გადის, ადამიანები და მსოფლიო იცვლება, შესაბამისად, საჭიროა არსებულ სიტუაციას მოვერგოთ. მე არ მოვუწოდებ „უეფას“ არაფერს, უბრალოდ უკვე სავალდებულოც არის ახალი ტურნირების შექმნა, რომელიც იქნება გაცილებით კონკურენუნარიანი და ინტენსიური.

- დიდი ტრანსფერების გაჩარხვა პირდაპირ მიბმულია სუპერ ლიგის პროექტის ჩაშვებასთან? წინააღმდეგ შემთხვევაში რას მივიღებთ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კლუბების გაზრდას, ხოლო დანარჩენების შესუსტებას?
- ყველაზე მნიშვნელოვანია გამჭირვალობა. სპონრობა უნდა იყოს ისეთი, როგორიც რეალურად არის და არა ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. თუ სიტუაცია დარეგულირდება, ეს ყველას წისქვილზე დაასხამს წყალს. ჩვენს პროექტში არიან კლუბები მილიონერი მფლობელებით, თუმცა მათ ეს ყველაფერი გაიგეს და მიიღეს.

- ტურნირი რომ ჩავარდეს, შეძლებენ „რეალი“ და „ბარსა“, შესაბამისად, ვინისიუსისა და პედრის შენარჩუნებას, თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც წლების წინ ფერნანდო ტორესის შემთხვევაში?
- პრობლემა არა ფეხბურთელების ყიდვა, არამედ მათი შენარჩუნება იქნება. ვნახოთ, აიძულებენ თუ არა ვინმეს საუკეთესო მოთამაშეების გაშვებას. საერთო ჯამში ისინი ისეთ გუნდებში მოიყრიან თავს, რომეთაც შეუზღუდავი რესურსი ექნებათ.

- რა დროში მოხდება ტურნირის ჩატარება, ან პირიქით?
- რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა განვითარდეს მოვლენები პროექტის სასარგებლოდ, ვინადაინ, ჩემი აზრით, დასაკარგი დრო არ არის.

- იტალიაში ახლახანს მოხდა სატელევიზიო უფლებების განახლება და აღსანიშნავია, რომ 300 მილიონი ევროთი ნაკლები ჩაიწერა კონტრაქტში. ეს სიგნალი ხომ არ არის?
- ანალოგიური მოხდება, როგორც ესპანეთში, ასევე ინგლისში. კონკურენციის ნაკლებობისა და სანახაობის შესუსტების ფონზე, ფასების კლება გარდაუვალია. პარალელურად, ახალგაზრდა სხვადასხვა პლატფორმებზე გადაერთვებიან, რაც საბოლოო ჯამში კატასტროფამდე მიგვიყვანს.

- ეჭვგარეშეა, რომ „უეფას“ ახალმა პროექტმა, რომელიც 2024 წლიდან ჩაეშვება, თქვენი ნდობა ვერ მოიპოვა...
- მართალი ხართ. ფორმატი ვერავინ გაიგო, ხოლო პერიოდი საერთოდ წარმოუდგენელია. 2024 წლამდე არა ერთი კლუბი გაკოტრდება. სარბიელზე დარჩებიან სახელმწიფოს დაფინანსებისა და მულტიმინიოერი ადამიანების კლუბები.

AS dle 10.1


1

24 აპრილი 2021 14:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 436
ამან მგონი აურია აშკარად, ასაკობრივია ალბათ

2

24 აპრილი 2021 19:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
100% ყველაფერი სწორი ილაპარაკა!

3

24 აპრილი 2021 21:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4886
ციტატა: el moro
ამან მგონი აურია აშკარად, ასაკობრივია ალბათ

აი მაინც რა აურია? წიაკითხე სტატია თუ ისე წერ?
ყველაფერი 100% ისაუბრა

4

24 აპრილი 2021 21:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძნელია, რამეში არ დაეთანხმო. არ მესმის, ასე გაუაზრებლად მილიონობით ადამიანი რატომ სპეკულირებს ემოციური ფონით და რატომ არ უნდათ ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტის განხილვა და გაანალიზება. დღევანდელ მოცემულობას სჭირდება ეს ფორმატი.
დრო მიდის და მსოფლიო იცვლება, არამხოლოდ ფეხბურთი. მე ვფიქრობ, არგუმენტი, რომ ფეხბურთი სახალხო სპორტია, მანიპულაციაა დღევანდელი გადმოსახედიდან.
უეფას ფორმატი, ფინანსური თვალსაზრისით, დიდი კლუბებისთვის არარენტაბელურია და, შესაბამისად, სუპერ ლიგა აუცილებელიცაა და , ამავდროულად, საინტერესოც. სჭირდება ის ფეხბურთს. რაც შეეხება მეორე მხარეს, ის, რომ ფეხბურთს მოკლავენ და ა.შ, ინფორმაციის უტრირებაა ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, გადასახედია მათი ფორმატი და დახვეწა სჭირდება, მაგრამ ასე ერთხმად, გაუაზრებლად ამის უარყოფა არ მიმაჩნია მაინცდამაინც სწორად.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)