კამაჩო:„სუპერლიგის პროექტი NBA-ს ფეხბურთში გადმოტანას გულისხმობდა“

ხოსე ანტონიო კამაჩოს თქმით, ფლორენტინო პერესი ყველაზე მამაცი პრეზიდენტი აღმოჩნდა, ხოლო სუპერლიგის პროექტის სხვა გუნდების ხელმძღვანელობამ გამბედაობა ვერ გამოიჩინა და ყველაფერი „რეალის“ პრეზიდენტს დაბრალდა...


„ფლორენტინო პერესი გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა იმ პროექტის შესახებ, რასაც სუპერლიგა ითვალისწინებდა. ის გახლდათ ყველაზე მამაცი და კონსტრუქციული.“

„ახლა სხვა კლუბების მმართველებს სურთ, რომ ჩავარდნილი პროექტისგან მოყენებული ზიანი მთლიანად პერესისკენ მიმართონ და თავად არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. ეს არის ძალიან მწარე ფაქტი.“

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სუპერლიგის დამაარსებლები ღიად აფიქსირებდნენ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, მუდმივად იქნებოდნენ კომუნიკაციაში სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ისინი ითხოვდნენ კონსტრუქციულ დიალოგს.“

„ჩემპიონთა ლიგას განახლება ნამდვილად სჭირდება. საჭიროა ცვლილებები, როგორც ფორმატში, ასევე ფინანსებსა და მენეჯმენტში.“

„დიახ, სუპერლიგის მონაწილეებს სურდათ, რომ NBA ფეხბურთში გადმოეტანათ, თუმცა ეს მარტივი არ იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 აპრილი 2021
  • 669
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)