ვალდანო:„პერესის 25 წუთიანი ინტერვიუთი, სუპერლიგის შესახებ ვერაფერს გავიგებდით“

ხორხე ვალდანომ ევროპის სუპერლიგის შექმნასთან და ჩაშლასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაგვაცნო...


„გეგმა, რომელიც ფლორენტინო პერესს ჰქონდა ნამდვილად ძალიან ამბიციური იყო, მაგრამ ძალიან რთულია რევოლუციური პროექტის განხორციელება სპორტის იმ სახეობაში, რომელსაც ყველაზე მეტი მიმდევარი და მაყურებელი ჰყავს. პროექტმა ბრძოლა ინგლისელ ქომაგებთან წააგო, რომლებმაც არნახულო აქტივობა გამოიჩინეს. ესპანელები ამ მხრივ ძალიან პასიურობდნენ და ეს გასაკვირიც არ არის, ვინაიდან ბრიტანეთში ქომაგების როლი გაცილებით დიდია.“

„ეს პროექტი ჩაიშალა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ დიდ ზეგავლენას მოახდენს მმართველი ორგანიზაციების მუშაობის ხარისხის ამაღლებასა და დახვეწვაში. ვფიქრობ, მისია ნაწილობრივ შესრულებულია და „უეფამ“ მნიშვნელოვანი საფრთხე იგრძნო. ამ მხრივ დიდ გამოხმაურებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ველი.“

„თუ თქვენ არ გამოხვალთ და ამომწურავად არ განმარტავთ რას მოიცავს პროექტი, რა სამართლებრივი საფუძვლები და შეთანხმებები არსებობს, რა სახის ფინანსური რესურსის მოძიებასთნა გაქვთ საქმე, ძალიან რთული იქნება სკეპტიკურად განწყობილი დიდი ჯგუფის დარწმუნება იმაში, რომ მართალი ხართ. ვფიქრობ, მხოლოდ ფლორენტინო პერესის 25 წუთიანი ინტერვიუ ამ თემაში სინათლეს ვერ შეიტანდა.“

„ფაქტი ის არის, რომ მეგაპროექტი დაარსებიდან რამდენიმე დღეში ჩაიშალა. ეს ყველაფერი ფინანსური თვალსაზრისით ძალიან წამგებიანია, მაგრამ ახლა ტოპ კლუბები და მმართველი ორგანოები უნდა დასხდნენ და სამომავლო გეგმები ერთად დასახონ.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 აპრილი 2021
  • 1419
  • 6

1

22 აპრილი 2021 21:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4889
ბარსამ ოფიციალურად განაცხადა რომ სუპერ ლიგას არ დატოვებს.

ლაპორტამ განაცხადა რომ სუპერ ლიგის დატოვება უდიდესი შეცდომა იქნებოდა მაგრამ ფორმატში ცვლილებებს არ გამორიცხავს

2

22 აპრილი 2021 22:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5517
სუპერლიგის დეტალები უნდა ჩამოაყალიბონ და აცნონ საზოგადოებას..ჩეპერინის ყვერობას მაინც აჯობებს
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

3

22 აპრილი 2021 22:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აქ როგორ ამტკიცებდა ექსპერტთა სასტავი მბაპე უეჭველი ჩვენიაო. ჯერ პერესს სად აქვს ტრანსფერის ფული და რომც ვიყიდოთ მაგდენი ხელფასის გადახდა ამ ეტაპზე სიგიჟეა.

4

22 აპრილი 2021 22:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4889
ყველაზე დიდი შეცდომა იყო საზოგადოებისთვის ასეთი ფორმით მიწოდება ამბის. ჯერ უნდა შეემზადებინათ, მერე დეტალები აეხსნათ და მერე დამჯდარიყბნენ და საჯაროდ განეცხადებინათ ტურნირის, ფინანსების, მოგებების, სტრუქტურის და ყველაფრის შესახებ.
ესენი ადგნენ და რო შექმნეს და ხელი მოაწერეს მერე ალაპარაკდნენ:))

5

22 აპრილი 2021 22:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5272
ეჰჰ ნაჯახები იგებენ ბილბაო გასვლა ელჩე გასვლა პუტა გასვლა სოსიედადი სახლი ოსასუნა სახლი ვალადოლიდი გასვლა იმენა პუტას თუ არ ხავთლით შესანიშნავი კალენდარია მაგრამ ბურთი მგვრალია და ამ ბილბაოს იმედიც მაქვს 😔👍👍👍

6

22 აპრილი 2021 22:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
sheve...... cheferins tipma sheachera super liga fuli dauriga xalxs amistvis da tipi ra didi gulzea ukve gadaobs da tipi imena fulis jmotia da mere pereze ambobs puls ijibavso da cheferins xelpasi ramdeni aqvs ar ician da jer ramdeni fuli shedit uefas da vinc moigebs uchl 12 milioni gaiovetos tra... jer televiziebidan shemodis fuli uefas milionobit da miliardobit da vinc moigebda uchl 12 m kide ertxel gaiketos trak... da bolos chem fexebs uzamda uefa am gundebs ro superliga sheqmnat jer gran ver moovetvdnen ro fuli ar sheuvidodat da xalxi ajanydeboda da axla ro amboben 100m vinc moigebs uchl 100m ki ar unda iyos aramed 300-400m rodesac miliardebi shemodit

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)