ზიდანი: „ვიმედოვნებ, ის დიდხანს დარჩება „რეალის“ რიგებში“

„კადისთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„მნიშნელოვანია, რომ ორივე ტურნირის მოგების შანსს ვინარჩუნებთ. ვფიქრობ, გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაიბევა. წინ საკმაოდ გრძელი და რთული გზა გველოდება.“

„როდესაც შესვენებაზე ამხელა უპირატესობით გადიხარ, მეორე ტაიმი შეგიძლია განსხვავებულად დაიწყო, რაც გავაკეთეთ კიდეც. ფეხბურთელებმა მაღალ დონეზე იასპარეზეს, რითიც კმაყოფილი ვარ. მორიგი 3 ქულის შემდეგ შეგვიძლია დავისვენოთ, ვინაიდან კვირას ისევ მატჩის ჩატარება გვიწევს.“

„„კადისის“ წინააღმდეგ სახეცვლილი ტაქტიკით წარვსდექით გულშემატკივრების წინაშე. ჩემი აზრით, ამან ძალიან კარგად იმუშავა. რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი გააჩნია ფორმაციასთან დაკავშირებით, თუმცა მთავარია, როგორ უტევ და როგორ იცავ თავს. ბოლო 3 მატჩში კარის მშრალად შენახვას ვახერხებთ - ეს ნიშანდობლივია.“

„კორონავირუსისა და ტრავმიანობის გამო, შემადგენლობაში საკადრო პრობლემებია. აღნიშნულის ფონზე ყველა მოთამაშეს ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. თავდაპირველად 3 ცენტრალური მცველით დავიწყეთ ბურთაობა, ხოლო კარვახალისა და მიგელის გამოსვლის შემდეგ, 4-3-3 სისტემაზე გადავეწყვეთ. ჩვენ თითოეულ ფეხბურთელს ვენდობით.“

„ბენზემას წარმოდგენით ნასიამოვნები ვარ. კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა კარიმი გუნდისთვის და ამის მიზეზი მხოლოდ გოლები არ არის. ვიმედოვნებ, ის კიდევ დიდი ხნით დაიცავს „რეალის“ ღირსებას. როდესაც ფრანგი წავა, ქომაგების დიდ გულისწყვეტას გამოიწვევს.“

„მოდრიჩი დისკომფორტს გრძნობდა ზურგზე, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ რამე სერიოზულათან გვაქვს საქმე. ვნახოთ, როგორ იქნება მისი მდგომარეობა მომდევნო დღეებში.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)