„უეფა“ „რეალს“ და სხვა კლუბებს ემუქრება!

„უეფას“ მყისიერი რეაგირება აქვს იმ პროექტის შექმნაზე, რომელიც სუპერლიგის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს და რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია.


„უეფამ“ სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციებთან ერთად უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და განაცხადა, რომ სუპერლიგის ჩამოყალიბება მავნებლური ნაბიჯია, რომელიც ტოპ კლუბების ვიწრო ფინანსურ ინტერესებს ითვალისწინებს და საერთო არაფერი აქვს იმ სულისკვეთებასთან, რომელსაც წლებია „ფიფა“, „უეფა“ და სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციები იზიარებენ.

იმ შემთხვევაში, თუ სუპერლიგა შეიქმნება და ევროპის სხვადასხვა კლუბი ამ ინიციატივას შეუერთდესბა, აღნიშნული გუნდები მოიკვეთებიან ჩემპიონთა ლიგიდან, ასევე მონაწილეობას ვერ მიიღებენ შიდა ჩემპიონატებში, ხოლო ფეხბურთელებს აეკრძალებათ „ფიფასა“ და „უეფას“ მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ გამოვლენ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზეც.

ამ ნაბიჯით „უეფა“ კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას საკუთარ ძალაუფლებას და ავტორიტეტს, რომელიც ათწლეულების მანძილზე ხელშეუხებელია.

გამომდინარე იქედან, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ფლორენტინო პერესია, „რეალი“ პირველ რიგში უნდა ჩაერთოს ტურნირის შექმნის პროცედურებში, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს. მეტიც, „უეფა“ „ბლანკოსს“ პირდაპირ აფრთხილებს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთავს.


„არსენალი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ - ეს სწორედ ის გუნდებიან, რომლებიც სუპერლიგის იდეას იზიარებდნენ, მაგრამ არავინ იცის „უეფას“ განცხადების შემდეგ ვინ შეცვლის პოზიციას და ვინ არა.

ასევე აღსანიშნავია, რომ იდეას თავიდანვე გაემიჯნნენ „პსჟ“ და მიუნხენის „ბაიერნი“. dle 10.1

  • Ramos
  • 18 აპრილი 2021
  • 6529
  • 1

1

18 აპრილი 2021 21:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
uefa da fifa magari naglebi arian top gundebis shexvedra ufro mawyofs da ufro sanaxaobrivi iqneba

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)