მე-9 ნახევარფინალი ბოლო 11 წელში

ის, რომ ჩემპიონთა ლიგა სამეფო კლუბის ტურნირია, ამაში ყოველწლიურად ვრწმუნდებით.


ბოლო 11 წლის განმავლობაში, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა მეცხრედ მოიპოვეს ნახევარფინალური ეტაპის საგზური, რაც აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო ზოგადად ტურნირის ისტორიაში, „ბლანკოსი“ 30-ედ მოხვდა 4 საუკეთესო გუნდს შორის, რაც ასევე საუკეთესო შედეგია. მას მოჰყვებიან „ბაიერნი“ (21-ჯერ), „ბარსელონა“ (16) და „მილანი“ (12).

საგულისხმოა, რომ სხვა მწვრთნელებთან შედარებით, ზინედინ ზიდანს უნიკალური გამოცდილება აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალთან დაკავშირებით. აქამდე, ფრანგმა სპეციალისტმა სამჯერ გადალახა მეოთხედფინალური სტადიის ბარიერი და სამივე შემთხვევაში წარმატებით დაასრულა ტურნირი. მისმა შეგირდებმა ისეთი კლუბების გამოთიშვა მოახერხეს, როგორებიც არიან „ბაიერნი,“ „ატლეტიკო“ და „მანჩესტერ სიტი.“ საინტერესოა, დაემატება თუ არა მათ რიგებს „ჩელსი,“ რომელიც გათამაშების ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება „რეალს.“

MARCA dle 10.1


1

15 აპრილი 2021 11:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ვაა ჩელსი რეალი არასდროს ყოფილა მაგარი თამაში იქნება. შორიდან მაგრად უბრახუნებენ და თავზეც ძაან კარგად თამაშობენ. ჩვენთან შედარებით ცოტა უკლასოები არიან მაგრამ ზატო ფიზიკაში გვჩაგრავენ
საინტერესო თამაშს ველი.

კაზე რა ძაან გიჟია. მისი სტატისტიკა ლივესთან, რის გამოც მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს

100% საჰაერო ორთაბრძოლები
86 შეხება
13 ჯერ დაიბრუნა ბურთი
12 დუელი მოუგო
9 ზუსტი გრძელი (სახიფათო) პასი
5 ართმევა ( ყველაზე მეტი)
5 ჩაჭრა
1 საგოლე ეპიზოდის შექმნა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)