კაზემირო „ლივერპულთან“ გამოარჩიეს: „დიდი გარჯა გავიღეთ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, სადაც ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, „უეფას“ ექსპერტებმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის წოდება კაზემიროს მიანიჭეს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებს გაუზიარა ემოციები.


„ვიცოდით, თუ რაოდენ რთული შეხვედრა გველოდებოდა. მეტოქემ არჩევანი ინტენსიურ ფეხბურთზე გააკეთა, მაგრამ, ვფიქრობ, დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გავართვით თავი. თითოეულმა ფეხბურთელმა თავდაუზოგავი შრომა გაიღო, რათა სასურველი შედეგი დაგვეფიქსირებინა. მსგავსი ფაქტები გადამწყვეტია ტიტულისათვის ბრძოლაში.“

„საშინაო მატჩი მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა, თუმცა „ენფილდზეც“ მოსაგებად ვიყავით ჩამოსულნი. „ლივერპულს“ დიდებული მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ვგონებ, ჩვენმა თავდადებულმა თამაშმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.“

„რაც შეეხება „ჩელსის,“ ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე ფავორიტი არ არსებობს. არანაკლებ რთული პაექრობები გველოდება წინ. ამასთანავე, სათვალავიდან არ უნდა ამოგვივარდეს ლა ლიგა, სადაც ჩემპიონობისთვის ვიბრძვით.“

„მიუხედავად დიდი დანაკლისისა, გუნდმა დიდებულად იასპარეზა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის.“

RealMadrid.Com dle 10.1


1

15 აპრილი 2021 10:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
აი მილნერის დშცი მე, ბენზემას კინაღამ ფეხი მოაძრო, პირდაპირ წითელი იყო, მთელი თამაში ტრამვიანი დარბოდა ბენზი.
მერე ფაბინიოს დედაც, კაზემიროს ჩაჩეხვა და დამტვრევა ჰქონდათ გეგმაში, საკვაბძო ფეხბურთელებს იშორებდნენ როგორც ჩანს. ძალიან კარგი, ეგრეც მოუხდებოდა, უფრო მაგრად უნდა დაელეწა მილნერი კაზეს. მერე დაოკდნენ, ძალიან ბინძურად თამაშობდნენ.
ზიდანს ვინმე კლოპს შეადარებს, სად გინახავთ ზიდანის რეალი ფეხის მოტეხვაზე.მიდიოდეს და განზრახ ჩეხავდნენ დასალეწად.
აშკარად კლოპის დავალებას გავს. შეტევის ლიდერს ბენზოს ამტვრევდნენ და კაზემიროს რის გარეშეც ნახევარდაცვა ნოლია. იმიტომაც გავარდნენ, მასეთი ბინძურების ადგილი არაა ნახევარფინალში. გაუმართლათ რომ რამოსი არ იყო თორე ეგეც კარგად მიართმევდა მილნერს.

2

15 აპრილი 2021 10:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
აი მილნერის დშცი მე, ბენზემას კინაღამ ფეხი მოაძრო, პირდაპირ წითელი იყო, მთელი თამაში ტრამვიანი დარბოდა ბენზი.
მერე ფაბინიოს დედაც, კაზემიროს ჩაჩეხვა და დამტვრევა ჰქონდათ გეგმაში, საკვაბძო ფეხბურთელებს იშორებდნენ როგორც ჩანს. ძალიან კარგი, ეგრეც მოუხდებოდა, უფრო მაგრად უნდა დაელეწა მილნერი კაზეს. მერე დაოკდნენ, ძალიან ბინძურად თამაშობდნენ.
ზიდანს ვინმე კლოპს შეადარებს, სად გინახავთ ზიდანის რეალი ფეხის მოტეხვაზე.მიდიოდეს და განზრახ ჩეხავდნენ დასალეწად.
აშკარად კლოპის დავალებას გავს. შეტევის ლიდერს ბენზოს ამტვრევდნენ და კაზემიროს რის გარეშეც ნახევარდაცვა ნოლია. იმიტომაც გავარდნენ, მასეთი ბინძურების ადგილი არაა ნახევარფინალში. გაუმართლათ რომ რამოსი არ იყო თორე ეგეც კარგად მიართმევდა მილნერს.

ძააან მომეწონა კაზეს საქციელიი. მერე მართლა დაოკდნენ. ასეთი ფეხბურთელები აი დუხიანი სულ საჭიროა რაა ნებისმიერ გუნდში.
სხვათაშორის მილიტაოც კაი დუხიანი ტიპი ჩანს , იქ რობერტსონი რომ გაიჭიმაა როგორ მივარდაა. ძააან შემაყვარა თავი მილიტაომ ეს ბოლო თამაშებია

3

15 აპრილი 2021 10:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ციტატა: Heisenberg
ძააან შემაყვარა თავი მილიტაომ ეს ბოლო თამაშებია

ძაან მაგრად იდგა დაცვაში კლასიკოზრც და ორობე თამაშშიც ლივესთან. კარგი მცველი ჩანს მაგრამ ახასიათებს დროდადრო გამოსირებებიც. მაგალითად სოსიედადთან თასზრ 4-3 რომ წავაგეთ, საპატიო დერეფანი მოუწყო შემტევებს. 3 გოლი პირადად მისი ბრალი იყო. უნიჭო არ ჩანს მთლად მაგრამ ტოპ.კლასამდეც ბევრი უკლია.
ციტატა: Heisenberg
აი დუხიანი სულ საჭიროა რაა ნებისმიერ გუნდში.

რამოსი სად არ იყო თორე კაზეს მოჩეხვა მონაგონი იქნებოდა, დააყენებინებდა ტრაკს რობერტსონისნაირ სლეებს დასაწყისშივე. ზიდანის და კლოპის რეაქციას დააკვირდი კაზეს მოჩეხვისას? კლოპმა ლამოს ტაში დაუკრა და ზიდანს გაეღიმა. ყველამ იცოდა რომ.ბინძურად თამაშზე ტრაკს მიაყენებინებდა კაზე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)