ზიდანი: „„რეალი“ ყოველთვის მეტისკენ მიისწრაფვის“

სამეფო კლუბის დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური საგზურის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.


„ფეხბურთელებმა უშეღავათოდ იბრძოლეს და ვფიქრობ, ვიმსახურებდით საუკეთესო ოთხ გუნდში მოხვედრას.ბიჭებმა ერთიანი სულისკვეთება გამოავლინეს. კმაყოფილი ვარ მათი გარჯით. განვლილი მატჩი მეტად ნიშანდობლივი იყო ჩვენთვის.“

„გახარებულნი ვართ მიღწეული შედეგით. ახლა შეგვიძლია ცოტათი დავისვენოთ და ძალების აღდგენაზე გადავერთოდ. აღსანიშნავია, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვისიამოვნოთ არსებული მოცემულობით.“

„ჩვენი გადაწყვეტილებით ვალვერდემ დაცვის მარჯვენა ფრთაზე დაიწყო თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უჩვეულო პოზიცია იყო, ჩემი აზრით, წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას. ამასთანავე, არანაკლებ შედეგიანად იასპარეზეს ბენზემამ, ასენსიონ და ვინიმ.“

„კურტუა ფენომენალურ სამუშაოს ასრულებს. ძალიან კმაყოფილი ვარ ტიბოს მიერ გაწეული სამსახურით, ის დიდ დახმარებას გვიწევს.“

„კრიტიკოსებისთვის არაფრის თქმა არ მსურს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ არაფერი მოგვივია, თუმცა ამ დრომდე ორივე ტურნირის მოგების შანსს ვინარჩუნებთ. სეზონის მიმდინარეობისას არაერთი რთული ეტაპი გამოვიარეთ. მსგავს ტემპში უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა.“

„ეს მატჩი უფრო კარგ ფიზიკურ კონდიციებში დავასრულეთ, ვიდრე წინა („ბარსელონასთან“). საკმაოდ მძიმე კვირა გამოდგა ჩვენთვის, თუმცა შედეგით კმაყოფილნი ვართ.“

„ჩემი გუნდის ხასიათით მოხიბლული ვარ. ისინი ყოველთვის მეტისკენ მიისწრაფვიან.“

AS dle 10.1


1

15 აპრილი 2021 10:40

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 158
  • |
  • კომენტარები: 485
იცის ამ კაცმა თავის საქმე love
-----------------------
14 LOADING...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)