ერთგული ნაჩო ფერნანდესი

2019/2020 წლის სეზონი ყველაზე უსახური გამოდგა ნაჩო ფერნანდესის საფეხბურთო კარიერაში. ესპანელმა მცველმა ტრავმებისა და მწვრთნელის გადაწყვეტილების მიზეზით, მხოლოდ 10 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება.


განვლილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი იწერებოდა ნაჩოს „რეალიდან“ გადაბარგების შესახებ, თუმცა კლუბის ერთგულ ჯარისკაცს არც ერთი წამი არ უფიქრია დისლოკაციის შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ედერ მილიტაოს გამადრიდელების შემდეგ მისი სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შემცირდა, ნაჩო მაინც სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ელოდებოდა შანსს.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რაოდენ შეუფასებელი ფეხბურთელია ფერნანდესი „რეალისათვის.“ მაშინ, როდესაც სეზონის მეტად მნიშვნელოვან მომენტში რამოსი და ვარანი ვერ ახერხებენ მწვანე მინდორზე გასვლას, „ექვსიანი“ ჩვეული დამაჯერებლობით იცავს გუნდის დაცვით ხაზს. მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც „ლივერპულთან,“ ასევე „ბარსელონასთან“ შეხვედრაში.

ნაჩო ერთადერთი ფეხბურთელია „რეალის“ მიმდინარე ფორმაციის რიგებში, რომელმაც უბრალოდ არ იცის რას ნიშნავს სხვა კლუბის ემბლების ქვეშ თამაში.

და ბოლოს, ალბათ, ყველას გვახსოვს მომენტი განვლილი პრიმერადან, როდესაც მან გამარჯვების გოლი გაიტანა „რეალ ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ, რის შემდეგაც ზიდანთან ერთად იზეიმა. იმ პერიოდში ფერნანდესი მწვრთნელის ნდობით ნამდვილად არ იყო გათამამებული, თუმცა აღნიშნული ჟესტით კანტერანომ ხაზი გაუსვა კლუბის მიმართ მის სიყვარულსა და დამოკიდებულებას.

MARCA

წარმატებები ვუსურვოთ ნაჩოს! ის მადრიდისტებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს. dle 10.1


1

14 აპრილი 2021 19:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Nacho martlac kargi bijia da me es bevrjer mitqvams ar aqvs ubadlo klasi magram es utamash turebidan gamomdinarea exa titqos maldini chausaxldao aqvs shecdomebic magram stabiluri da universali bijia da kide modrichze minda tqma ragacis ase mgonia ronaldos wasvla ufro ar daaklda reals vidre roca dadgeba dge da modrichi agar eyoleba reals namdvili lideri realis dges lukitoa da mastanertad ucvleli kaze da t9ni es trioa ris gamoc igebs reali

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)