ზიდანი:„1/2 ფინალში გასვლის დიდი შანსი გვაქვს, ამიტომ უნდა მოვიგოთ“

ზინედინ ზიდანმა „ლივერპულთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ მზად ვართ დიდი ბრძოლისთვის. ვეცდებით, რომ გუნდმა აღებულ გეზს არ გადაუხვიოს და ისე კარგად ითამაშოს, როგორც ამას წინა მატჩებში აკეთებდა. მზად ვართ ეფექტური თამაშისთვის, ბრძოლისთვისა და შეტევისთვის.“

„პუბლიკის გარეშე მოედანზე გასვლა დღევანდელი რეალობაა, რის წინააღმდეგაც უძლურები ვართ.“

„ლა ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. მადრიდის „რეალის“ ერთადერთი მიზანი ამ ეტაპზე „ენფილდზე“ გასამართ დაპირისპირებაში წარმატების მიღწევაა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ საბოლოო გამარჯვებისკენ და ყველა თამაშში უშეღავათო ბრძოლას ვაპირებთ.“

„ეს არის მაღალი სტანდარტების მატჩი, სადაც სიზუსტეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის მაქსიმუმს ვისახავ მიზნად და ხვალაც ასე იქნება. ჩემი გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა.“

„განწყობა და ფიზიკური მდგომარეობა ერთობლივად ვითარდება. მადრიდის „რეალი“ მაქსიმალური მოტივაციით ეცდება იურგენ კლოპის გუნდის დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლას.“

„არსებულმა პრობლემებმა გუნდი უფრო ერთიანი და მოტივირებული გახადა. ამის გარეშე ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა. მიხარია, რომ შემართებით სავსე ფეხბურთელებს ვხედავ, რომლებსაც სურთ გამარჯვება.“

„რთულ კალენდართან დაკავშირებით ადრეც ვისაუბრე. ეს არის ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ როდესაც ყველა ჩემპიონატზე აცხადებ პრეტენზიას, დატვირთვასაც უნდა გაუძლო. საბედნიეროდ, რესურსი გვაქვს და ვცდილობთ ძალების გადანაწილებას. „ბლანკოსს“ სურს, რომ გაიმარჯვოს, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე შიდა ჩემპიონატში.“

„ვალვერდეს მოტივაცია დასაფასებელია, მაგრამ ემოციური ფაქტორი ჩემზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. თუ სამედიცინო შტაბი რეკომენდაციას არ მომცემს, ფედე მოედანზე არ გავა. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ.“

„არის თუ არა კლოპი „რეალის“ შესაფერისი მწვრთნელი? ამაზე პასუხი ახლა არ მაქვს, რადგან ის „ლივერპულს“ უდგას სათავეში.“

„ოდრიოზოლას ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია, მაგრამ „ბარსელონასთან“ მძიმე ბრძოლაში მოუწია ჩართვა. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ესპანელი მერსისაიდულ კლუბთან. ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.“

„ეს იქნება მატჩი, რომელიც 1/2 ფინალში გასვლის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ ახლა არა შემადგენლობაზე წუწუნის, არამედ საქმის კეთების დროა.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 აპრილი 2021
  • 2765
  • 5

1

13 აპრილი 2021 22:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2641
Baierni gapartaxdeba. Prosta magat satadarigoebs shexedet vinme tu icnot🤣🤣

2

13 აპრილი 2021 22:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5969
ამ კაცმა წელსაც ლიგა თუ დადო ბერნაბეუზე ძეგლი დაუდგით ეგრევე.
-----------------------
ჰალამადრიდ.

3

13 აპრილი 2021 22:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2189
ბაიერნის ხუიერნი სულ ნავასის სამში გრძელით უნდა იცემოს.
პსჟ-ს ორივე ტაიმის მოგებაზე ჩამოდით სახლები wink
-----------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს.

4

13 აპრილი 2021 23:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ბალი
ბაიერნის ხუიერნი სულ ნავასის სამში გრძელით უნდა იცემოს.
პსჟ-ს ორივე ტაიმის მოგებაზე ჩამოდით სახლები wink

თი წავაგე მისამართი მომწერე შენთან გასმოვსახლდები

5

14 აპრილი 2021 12:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: RMA(13)
ციტატა: ბალი
ბაიერნის ხუიერნი სულ ნავასის სამში გრძელით უნდა იცემოს.
პსჟ-ს ორივე ტაიმის მოგებაზე ჩამოდით სახლები wink

თი წავაგე მისამართი მომწერე შენთან გასმოვსახლდები

lol lol wink

ზიზუ მიდი,გაგვაოცე წელს ყველა და დადე 2 თასი love

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)