ლუკა მოდრიჩი:„ჩვენი მიზანი ლივერპულში მოგებაა“

ლუკა მოდრიჩმა „ლივერპულთან“ თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით. ზუსტად ვიცით, რომ ურთულესი მატჩი გველის, სადაც სტანდარტები ძალიან მაღალი იქნება. გუნდური სულისკვეთების გაზიარება და სწორად თამაში, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში უმნიშვნელოვანესია.“

„ფიზიკური თვალსაზრისით კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული, რესურსი არსებობს და ზინედინ ზიდანი ყველაფერს სწორად განახორციელებს.“

„ლუკას ვასკესს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ეს ამბავი „რეალის“ ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან სამწუხარო გახლდათ, რადგან ესპანელი შესანიშნავ ფორმაში იყო.“

„ჩვენ ყველა მოთამაშე გვჭირდება, გუნდში სერიოზული ტრავმიანობაა, მაგრამ ეს უფრო ერთსულოვანს და ბრძოლისუნარიანს გვხდის.“

„საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ გუნდისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებ. ნამდვილად ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს სეზონი ჩემთვის იმაზე უკეთესი, როდესაც ოქროს ბურთის მოგება მოვახერხე.“

„კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის. ფრანგ ფეხბურთელს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და არნახული პერსპექტივის მქონე მოთამაშედ მივიჩნევ. თუ ის მადრიდელი გახდება, რა თქმა უნდა მივესალმები.“

„ტონი კროოსთან ერთად წლებია ვთამაშობ და ის არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პარტნიორი, გერმანელი ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.“

„„ლივერპულს“ ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ „რეალი“ გეგმის შეცვლას არ აპირებს. ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ იმისათვის, რომ ანალოგიური დონე ვაჩვენოთ, რაც პირველ დაპირისპირებაში ვაჩვენეთ. თუ კლოპის გუნდს დავამარცხებთ, „რეალს“ ჩემპიონთა ლიგისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ექნება გადადგმული.“

„თუ ვინმეს მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი ვგონივარ, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა.“

„არაერთხელ მითქვამს, რომ კარიერიას დასრულება მადრიდის „რეალში“ მსურს, ამიტომ ახალ კონტრაქტზე თანახმა ვარ. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, დანარჩენს ცოტა ხანში ვიხილავთ.“

„ვერანაირი კრიტიკა და მსაჯებზე საუბარი ჩირქს ვერ სცხებს მადრიდის „რეალს“ და ამ გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებს. ეს არის მხოლოდ ჭორები, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს.“

„ფლორენტინო პერესს კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას ვულოცავ. ამ ადამიანმა „ბლანკოსისთვის“ ბევრი კარგი საქმე გააკეთა და მჯერა, რომ მომდევნო 4 წელიწადშიც იშრომებს გუნდის კეთილდღეობისთვის.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 აპრილი 2021
  • 1623
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (174)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)