პერესის გეგმა - მბაპე, ჰალანდი და „ბერნაბეუ“

როგორც იცით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი კვლავ ფლორენტინო პერესი იქნება. 74 წლის ესპანელი ბიზნესმენი 2025 წლის ჩათვლით გაუძღვება მსოფლიოს საუკეთესო კლუბს.


რა თქმა უნდა, დონ ფლორენტინო ახალი გეგმებითა და მიზნებით დაიწყებს მორიგ საპრეზიდენტო ერას, რომლის შემადგენელი ნაწილიც იქნება განახლებული „სანტიაგო ბერნაბეუ.“ აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიური ფონისა, სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში, მადრიდის მთავარი არენა სრულიად განსხვავებული იერით წარდგება გულშემატკივრების წინაშე. სპეციალისტების ინფორმაციით, ახალი „ბერნაბეუ“ ყოველწიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ევროს მოუტანს კლუბის ბიუჯეტს.

პრეზიდენტის ერთ-ერთი გამოწვევა კვლავ რჩება სატრანსფერო ფანჯარა. კერძოდ, პერესის სურვილია, რომ „რეალში“ ისეთი სახელოვანი ტალანტები გადაიბიროს, როგორებიც კილიან მბაპე და ერლინგ ჰალანდი არიან. ნომერ პირველ ამოცანად ფრანგის გამადრიდელება ითვლება. მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი ხელშეკრულება პარიზულ გრანდთან და ამასთანავე, უარს აცხადებს მის განხაგრძლივებაზე, ფლორენტინო კი ელოდება შესაბამის მომენტს მოლაპარაკებების დასაწყებად, ხოლო რაც შეეხება ნორვეგიელს, მისი „რეალში“ გადაყვანა, უფრო შორეულ მომავალს უკავშირდება.

პარალელურად, პერესს გადასაჭრელი აქვს სერხიო რამოსისა და ლუკას ვასკესის კონტრაქტების საკითხიც. როგორც იცით, ორივეს რამდენიმე თვეში ეწურებათ „თეთრებში“ ყოფნის ვადა. კაპიტანმაც და შემტევმა ამ დრომდე გაკეთებულ ერთ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და ჯერ-ჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტენ კლუბში - დათანხმებიან თუ არა მოთამაშეების პირობებს, თუ უარს იტყვიან მათ შესაძლებლობებზე.

ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის 18 წლიან პერიოდში (2000-დან 2006 წლების ჩათვლით და 2009 წლიდან დღემდე), „რეალმა“ 26 ტიტულის დაბევება მოახერხა. ეს 6-ით ნაკლებია დიდებული სანტიაგო ბერნაბეუს მონაგარზე.

AS dle 10.1


1

13 აპრილი 2021 18:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მართლაც საუკეთესოა პერესი. ესეთი პრეზიდენტი რო გვყოლოდა ეხლა ესეთ დღეში არ ვიქნებოდით.

2

13 აპრილი 2021 19:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
რეალის ისტორიაში საუკეთესო და გამორჩეული პრეზიდენტი დონ სანტიაგო ბერნაბეუსთან ერთად

3

13 აპრილი 2021 20:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5969
მბაპეს და ჰოლანდს მოიყვანს ბაბუ აუცილებლად, დღეს რატომღაც მგონია ბაიერნი გავა მიუხედავად იმისა რომ მიუნხენში წაგებული აქვთ.მეორე წყვილში ჩელსი გავა.
-----------------------
ჰალამადრიდ.

4

13 აპრილი 2021 21:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: oto.reali
მბაპეს და ჰოლანდს მოიყვანს ბაბუ აუცილებლად, დღეს რატომღაც მგონია ბაიერნი გავა მიუხედავად იმისა რომ მიუნხენში წაგებული აქვთ.მეორე წყვილში ჩელსი გავა.

Baiernis gasvla mec mgonia.martla.:)))

5

13 აპრილი 2021 22:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პსჟ, რეალი, სიტი, ჩელსი. დაიმახსოვრედ აი ეს გუნდები იქნებიან 1/2 ფინალში ბაიერნს ძალიან ძალიან გაუჭირდება 2 ბურთიანი ჰანდიკაპით მოგება როცა პსჟს ძალიან ბევრი დაუბრუნდათ მარტო დაცვის 2 კაცი აკლია და ცენტრში ყველა დაუბრუნდათ და ნუ შეტევა ხო მტრისას ყავს, ბაიერნი რომ გაუხსნის და შეტევებში გავა აი მანდ დაენძრევათ ზუსტად :დ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)