ახალი პრეზიდენტის ტრანსფერები და ახალი „გალაქტიკო“ „რეალში“!

ფლორენტინო პერესი გახლავთ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სამეფო კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა და სწორედ ის უხელმძღვანელებს მსოფლიოს საუკეთესო კლუბს 2025 წლამდე.


სწორედ ფლორენტინო პერეს როდრიგესის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სამეფო კლუბში განხორციელდა. ესპანელი ბიზნესმენი 2 ეტაპის მანძილზე, ჯამში 18 წლის მანძილზე უდგას სათავეში „ბლანკოსს“ და აგრძლებს გუნდის აღმშენებლობას.

ფლორენტინოს აქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელთაგან ყველაზე მეტად აღსანიშნავია ბერნაბეუს რეკონსტრუქციაა. კლუბის პრეზიდენტი ოცნებობს, რომ სტადიონის რემონტის დასრულების შემდეგ ამ არენას მსოფლიო მასშტაბით კონკურენტი არ ჰყავდეს.

გარდა ამისა პრეზიდენტობის მომდევნო 4 წლის განმავლობაში პერესი აპირებს, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო გუნდების კიდევ უფრო განვითარებისთვის. კერძოდ, პერესი საფეხბურთო მიმართულებით „ახალი გალაქტიკოს“ მშენებლობას იწყებს და მსოფლიოს ვარსკვლავების დამატებას გეგმავს კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის და სხვების სახით.

ფლორენტინოს სურს, რომ 2025 წელს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, „ბლანკოსს“ კიდევ უფრო მეტი ტიტული ჰქონდეს მოგებული და მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობით იყოს დაკომპლექტებული, რომელიც ახალ ბერნაბეუზე ვარსკვლავებს მოწყვეტს. dle 10.1

  • Ramos
  • 13 აპრილი 2021
  • 3668
  • 3

1

13 აპრილი 2021 12:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ეს კაცი 2025 წელს უკვე აღარც იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, რადგან ასაკში შევა და ალბათ დასვენებას არ ჩევს.

დარწმუნებული ვარ, ახალ ბერნაბეუზე სუპერ გალაქტიკოს ვიხილავთ და პერესი ისე წავა გუნდიდან რომ საოცარ ფინანსებს და მდგომარეობას დატოვებს. ლეგენდები ივლის ამაზე. ბოლობო 22 წლიანი მმართველობა გამოსდის.

2

13 აპრილი 2021 13:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
პერესი და ზიდანი ერთად უნდა წავიდნენ რეალიდან! მანამდე კიდევ ბევრი ლიგა დაიდება

3

13 აპრილი 2021 13:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818
კეინის დათრევა შეილება ტოტენჰემს უნდა გაყიდვა, მბაპე და კეინი, იმენა ძაან გაასწორებს. 250ში მოვა ორივე თავისუფლად. ბეილიც ჩავრთოთ ტრანსფერში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (168)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)