მარჯვენა ფრთა - ზიდანის თავის ტკივილი

სამეფო კლუბი საკმაოდ სოლიდური უპირატესობით აიღებს გეზს „ენფილდისკენ,“ თუმცა აღსანიშნავია, რომ ზიდანი მეტად სერიოზული საკადრო პრობლემების წინაშე დგას.


სამწუხაროდ, „ელ კლასიკოს“ შემდეგ, ტრავმირებულთა რიგებს შეუერთდა ლუკას ვასკესიც, რომელიც წარმატებით ცვლიდა ასევე ლაზარეთში მყოფ დანი კარვახალს. ესპანელმა შემტევმა ბუსკეცთან შეჯახების შემდეგ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და როგორც იტყობინებიან, მისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია.

შესაბამისად, „ლივერპულთან“ მეორე მეოთხედფინალური შეხვედრის წინ, ზიდანის თავსატეხი გაძლიერებულია. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში ირიცხება ამპლუით მარჯვენა მცველი ოდრიოსოლა, მაგრამ ფრანგი მწვრთნელი „რეალ სოსიედადის“ აღზრდილს არ ენდობა. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, ალვარომ ვერადავერ მოახერხა „რეალის“ მაისურით ნაყოფიერი თამაშის ჩვენება.

ესპანურ პრესაში ვარაუდობენ, რომ თუ ფედერიკო ვალვერდე თამაშამდე მოასწრებს მიკრო დაზიანების მოშუშებას, ზიდანი სწორედ მას ჩააბარებს დაცვის მარჯვენა ფლანგს, როგორც ამას დიეგო სიმეონე ლორენტეს შემთხვევაში აკეთებდა, როდესაც ტრიპიერს არ შეეძლო ბურთაობა.

ამასთანავე, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ე.წ. 5 მცველიანი ტაქტიკა. უფრო კონკრეტულად, კურტუას პირდაპირ ადგილს დაიკავებენ მილიტაო, ნაჩო და მენდი, ხოლო მათზე წინ განლაგდებიან მარსელო და ოდრიოზოლა.

მაშასადამე, ზინედინ ზიდანს სერიოზული გამოწვევა ელოდება ოთხშაბათს.

MARCA dle 10.1


1

12 აპრილი 2021 19:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვასკესა თუ სანატრელი გახდებოდა რას ვიფიქრებდი,კაროჩე ერთი გამოსავალი რჩება
ერთი კიარა რამდენიმე,უბრალოდ უპრიანი რომელი იქნება ზიზუმ უნდა გადაწყვიტოს,
პირველი 5 მცველიანი ტაქტიკა,კურტუა,ნაჩეტე ედერი მენდი
მარსელო ფედე
კაზე მოდრიჩი კროოსი
ვინიპუხა ბიზონა
მეორე ვარიანტი რომელიც მე უფრო უპრიანი მიმაჩნია,
კურტუა
ნაჩეტე ედერი მენდი მარსელო
კროოსი კაზე მოდრიჩი
ასენსიო ბიზონი ვინიპუხა
მესამე ვარიანტი
კურტუა
ნაჩეტე ედერი ჩუსტი მენდი
კროოსი კაზე მოდრიჩი
ასენსიო ბიზონი ვინი
მეოთხე
კურტუა
როდრიგო ნაჩეტე ედერი მენდი
კროოსი კაზე მოდრიჩი
ასენსიო ბიზონი ვინი
მოკლედ ყველანაირი სასტავი შეილება ოღონდ არა ოდრიოსოლა,მაგის გარდა ოთხი წყობა შეილება დავაყენოთ,ოღონდ არა ოდრიოსოლა,უბრალოდ ძაან წავაგებთ ეგ რო იდგეს,წავაგებთ საშინლად,როდრიგო უფრო გაამართლებს დაცვაში მარჯვნივ ვიდრე ოდრიოსოლა,დანარჩენი ზიზუმ იცის უკეთესად

2

12 აპრილი 2021 21:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2633
ოდრიოსოლას დაყენებას მართლა ჯობია არავინ დააყენოს. რავი 4-3-3 ტაქტიკაც გამორიცხულია ჩემი აზრით. ჩუსტი და მილიტაო თუ დააყენა ცენტრში ეგაც შეიძლება, ნაჩო აქეთ და იქით მენდი, ჩუსტს კაზე დააზღვევს ხოლმე და დაეხმარება კაზეც მაქსიმალურად უკან უნდა იყოს. მოდრიჩი კროოსი და ვალვერდე და წინ ბენზო და ვინი, რავი ჩემი აზრით ეს უნდა სცადოს. ვნახოთ რას გადაწყვეტს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (154)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)