კუმანი:„„რეალი“ ძალიან ძლიერი გუნდია, ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გვაქვს“

რონალდ კუმანმა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


„ჩვენ ვიბრძვით მაქსიმუმისთვის და ეს მაქსიმუმი ლა ლიგის მოგებაა, რადგან ევროსარბიელზე აღარ გამოვდივართ. ვიცით, რომ „რეალი“ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ საკმაოდ კარგი სერია გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ მადრიდში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.“

„რა თქმა უნდა წინ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩია, მაგრამ „ელ კლასიკოს“ შედეგი ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი არ იქნება, ამის გარდა კიდევ ბევრი დაპირისპირებაა სათამაშო.“

„შემადგენლობის მხრივ პრობლემები ნაკლებად გვექნება. პიკეს და სერხი რობერტოს დაბრუნება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ ვეცდებით, მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა გავიდეს.“

„იურგენ კლოპის განცხადება, რომელიც სამეფო კლუბის სათამაშო არენას ეხებოდა, პირდაპირი დისკრედიტაცია, რომელიც „რეალის“ დონის გუნდს არავინ უნდა აკადროს.ეს არავის ეპატიება. ახლა ქომაგების გარეშე თამაშის ფარგლებში არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება სკამების რაოდენობას არენაზე. „ბლანკოსმა“ დიდი პროექტი დაიწყო, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციას უკავშირდება.“

„„ბლანკოსს“ ამ სეზონში დიდი კრიტიკა ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ზიდანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია და ლა ლიგის მოგებისთვისაც იბრძვის. „ელ კლასიკო“ სულ სხვა მატჩია, რომელსაც დიდი ინტრიგა ახლავს თან.“

„სამეფო კლუბმა მიმდინარე სეზონში რამდენიმე სქემა გამოიყენა. ფაქტია, რომ ზიდანის გუნდს ინტერპრეტაციის საშუალება აქვს.“

„ვარანისა და რამოსის არყოფნა „რეალის“ დაცვისთვის დიდი პრობლემაა, მაგრამ ამ გუნდმა „ლივერპულთან“ აჩვენა, რომ შესაბამისი რესურსი აქვს და არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს მათ გარეშე მოედანზე გასვლა.“

„პირველი „ელ კლასიკო“ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ გარკვეულ მომენტებში თამაშში გარდატეხის შეტანა შეგვეძლო. ჩემი აზრით, ახლა „ბარსელონა“ გაცილებით უკეთეს ფორმაშია და წარმატების მიღწევა შეუძლია.“

„მსურს, რომ რამოსი „რეალში“ დარჩეს, ისევე როგორც მესი „ბარსელონაში“. ლა ლიგისთვის ეს ფეხბურთელები ძალიან ძვირფასები არიან.“ dle 10.1

  • Ramos
  • 9 აპრილი 2021
  • 11988
  • 1

1

10 აპრილი 2021 17:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მოკლედ ძაან "ვასვასში" არიან ეს და ზიზუ ამ კლასიკოს წინ და რაღაც ცუდად ხვდება ყურს 😜

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)