ნაჩო:„„რეალი“ ყველა ტურნირის მოგებისთვის იბრძოლებს, კარიერის აქ დასრულება მსურს“

ნაჩო ფერნანდესმა „ლივერპულთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ბევრი საკითხი მიმოიხილა.


„მიხარია, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ. მადრიდის „რეალი“ ყოველთვის ჩემი ოცნების გუნდი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი. ბუნებრივია, მსურს რომ აქ დავრჩე და გუნდის სადარაჯოზე ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვიდგე. „რეალის“ მაისურით მოედანზე გასვლა ყოველთვის ძალიან ემოციურია.“

„„ლივერპულს“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა ჰყავს. სალაჰი, მანე, ფირმინო და ჟოტა კლოპის გუნდს ძალიან მრავალფეროვანს ხდიან. უდავოა, რომ მერსისაიდული კლუბის ყველაზე ძლიერი მხარე შეტევაა, რაც ჩვენს ამოცანას ართულებს. დარწმუნებული ვარ, „ლივერპულის“ ყველა მოთამაშეს სურს ჩვენი დამარცხება.“

„სქემას არ აქვს მნიშვნელობა მაშინ, როდესაც წარმატებას აღწევ. არ ვიცი, ოთხ მცველიანი სისტემით ვითამაშებთ, თუ არა. ეს ზიდანის გადასაწყვეტია. მთავარი ის არის, რომ ფრანგის დავალებები სრულფასოვნად შევასრულოთ.“

„ამ სეზონში ძალიან დიდ ნდობას ვგრძნობ და ფაქტობრივად ყველა მატჩში ვიღებ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი ოცნება „თეთრების“ რიგებში კიდევ დიდხანს დარჩენაა.“

„სამეფო კლუბთან კიდევ ერთ წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ჩვენ ახალ ხელშეკრულებაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ალბათ ამის დროც მოვა. როდესაც შემოთავაზებას მივიღებ, ოჯახის წევრებთან ერთად დეტალურად განვიხილავ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ „რეალში“ დარჩენა ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია.“

„საერთოდ არ მაინტერესებს ვინმე გვთვლის თუ არა ფავორიტად. „რეალის“ მიზანი 1/2 ფინალშია და ამისათვის აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდება.“

„სერხიო რამოსი ჩვენი გუნდის საამაყო კაპიტანია. ესპანელ ფეხბურთელს სეზონის ყველაზე მძიმე მომენტში დაუფიქსირდა ტრავმა, რაც ძალიან სამწუხაროა, ერთადერთი რამ, რაც შეგვძილია გამოჯანმრთელებაში ხელშეწყობაა. ჩვენ მოუთმენლად ველით სერხიოს დაბრუნებას.“

„პირადად ჩემი აზრით, „რეალისთვის“ საუკეთესო გამოსავალი სერხიოს ახალი კონტრაქტი იქნება.“

„თუ გარემოებები საშუალებას მომცემს, კარიერას მადრიდის „რეალში“ დავასრულებ. ეს ჩემი ოცნებაა და იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. თუ „ბლანკოსს“ დავტოვებ, ესპანეთში ალბათ აღარ ვითამაშებ, რადგან სხვა ლიგების მიმართაც მაქვს ინტერესი.“

„ასეთი ტიპის თამაშებს, ყოველთვის სჭირდება კარგი ფსიქოლოგიური მომზადება და განწყობის შექმნა. ჩვენ ვიცით, რომ „ლივერპულთან“ მატჩში უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს დეტალები.“

„2018 წლის ფინალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მას შემდეგ „ბლანკოსიდან“ კრიშტიანო რონალდუ წავიდა, „ლივეპრულმა“ კი ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. ბევრი ფეხბურთელი კვლავ ირიცხება, როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის რიგებში, თუმცა ცვლილებებიც სახეზეა.“

„მადრიდში არაერთი ესპანელი ფეხბურთელი თამაშობს, რაც ძალიან მახარებს. ასევე გვყავს ძალიან პერსპექტიული მომავალი თაობა, რომელიც ეროვნულ ნაკრებზეც გამოაცხადებს პრეტენზიას.“

„მუშაობის გაგრძელებას და ბოლომდე ბრძოლს ვგეგმავ. მე მსურს ესპანეთის ნაკრებში მოხვედრა და ლუის ენრიკეს ნდობის მოპოვება. წინ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებია, სადაც თამაშზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს, გამონაკლისი არც მე ვარ.“

„ზეწოლა პიკს აღწევს. ლა ლიგაში პირველსადგილოსანთან სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უდიდესი შანსი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/4 ფინალში ვართ და ყველაფერს გავიღებთ გამარჯვებისთვის.“

„„რეალი“ ყოველთვის, ყველა ტურნირზე ცდილობს წარმატების მიღწევას, რადგან ეს ის გუნდია, რომელიც ვალდებულია, არასდროს დანებდეს.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)