რონსერო:„სეზონის გადამწყვეტ მომენტს „რეალი“ დიდებულ ფორმაში ხვდება“

ტომას რონსერო მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და თვლის, რომ უდიდესი პრობლემების მიუხედავად, რომელიც ტრავმირებულ ფეხბურთელებს უკავშირდება, ზინედინ ზიდანის გუნდი სეზონის გადამწყვეტ მომენტს დიდებულ ფორმაში ხვდება.


„ზიდანმა მასშტაბური სამუშაო გასწია, ტაქტიკაც შეცვალა და იდეალური თამაში იპოვა. „რეალი“ სწორედ ისეთ ფეხბურთს თამაშობს, როგორსაც ქომაგები იმსახურებენ. დიახ, „ეიბართან“ უამრავი მომენტი და გოლი ვიხილეთ, „ბლანკოსი“ აგრესიული იყო და მრავალფეროვან შეტევებს ახორციელებდა, რაც სწორედ ტაქტიკის ცვლილებამ განაპირობა.“

„ვფიქრობ, სამეფო კლუბს შეუძლია, როგორც „ლივერპულის“, ასევე „ბარსელონას“ ბარიერის დაძლევა და ორივე ფრონტზე ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელება.“

„წინა ხაზში ასენსიოსა და ბენზემას მოქმედებები დასაფასებელია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვინისიუსის პროგრესიც, რომელიც ძალიან სწრაფი და ენერგიულია, ის მეორე ტაიმში დიდი ეფექტურობით გამოირჩევა ხოლმე, ვინაიდან დაღლილ მეტოქეებს თავბრუს ახვევს.“

„ვინიმ მოიხსნა კომპლექსტი და დისბალანსი, ის პროდუქტიულად თამაშობს და კარიმ ბენზემას არნახულ დახმარებას უწევს.“ dle 10.1


1

4 აპრილი 2021 12:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2050
გეთანხმები რონსერო, მაგრამ იმათ ჩვენზე ბევრად ძლიერი შეტევა ყავთ და დაცვაში თუ ყურადღებით არ ვიქნებით, ვინისიუსი ვეღარ გვისველის.

2

4 აპრილი 2021 15:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რისი დიდებული ფორმა წყალწაღებულ ეიბარს რო მოუგეს 2-0 და ეიბარმა რომელიც ბოლო ადგილზეა და ფაქტიურად გავარდნილია 10-ჯერ რო დაგვირტყა და აქედან 4 კარში. რელმა კარში 8 ჯერ დაარტყა მხოლოდ ეიბართან. რომელ ფორმაზეა საუბარი?

3

5 აპრილი 2021 16:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1175
„ვინიმ მოიხსნა კომპლექსტი და დისბალანსი, ის პროდუქტიულად თამაშობს და კარიმ ბენზემას არნახულ დახმარებას უწევს.“
ეს რომელი ვინია? 3 გოლი რო აქვს გატანილი სულ ამ ჩემპიონატში?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)