კურტუა:„სწორედ ახლა უნდა გამოვამჟღავნოთ გამარჯვებულის მენტალიტეტი“

ტიბო კურტუამ „ეიბართან“ საკმაოდ კარგი მატჩი გამართა. ბელგიელმა ფეხბურთელმა დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


„პირველი ტაიმი „რეალის“ აბსოლუტური უპირატესობით მიმდინარეობდა და გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში ჩვენ კვლავ ვდომინირებდით, მაგრამ ამინდის ცვლილების გამო პრობლემები შეგვექმნა. ქარმა და წვიმამ ბურთს რამდენჯერმე შეუცვალა ტრაექტორია.“

„მწვრთნელმა კარგი ცვლილებები განახორციელა და საბოლოო ჯამში მეორე გოლის გატანაც მოვახერხეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა შესანიშნავი ტაიმები ჩაატარა.“

„ლუკას ვასკესის მომენტი მართლაც მოულოდნელი იყო. საბედნიეროდ, ბურთს დავეწიე და ყველაფერი მშვიდობის დასრულდა.“

„იმედი გვაქვს, რთული აპრილი ჩვენი გამარჯვებებით დასრულდება. მთელი სეზონი ვიბრძოლეთ იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავით, ახლა კი არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. დიახ, სწორედ ახლა უნდა გამოვამჟღავნოთ გამარჯვებულის მენტალიტეტი და უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 3 აპრილი 2021
  • 514
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)