ასენსიო:„წინ ძალიან დიდი დაპირისპირებებია“

მარკო ასენსიომ „ეიბართან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


„ჩვენი უმთავრესი მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო და ეს შევძელით. დიახ, სანაკრებო პაუზის შემდეგ „რეალი“ ქომაგების წინაშე შესანიშნავი თამაშით წარდგა.“

„მთავარი ის არის, რომ უამრავი შანსი შევქმენით. მადრიდის „რეალი“ დინამიური იყო და მუდმივად უტევდა. უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც სავსებიტ ლოგიკური იქნებოდა.“

„დიახ, ბოლო მატჩებში გოლების გატანას და გუნდის დახმარებას ვახერხებ, რაც ძალიან მახარებს, თუმცა მჯერა, რომ მომატება და უფრო პროდუქტიული თამაში შემიძლია.“

„ამ სეზონში „რეალის“ არაერთმა ფეხბურთელმა არაერთი ტრავმა მიიღო, რაც ზინედინ ზიდანს დიდ პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ აქამდე მოვედით და ახლა გადამწყვეტი მომენტი დგება. ჯერ „ლივერპულს“, შემდეგ „ბარსელონას“ და ისევ „ლივერპულს“ ვხვდებით, სადაც „რეალმა“ სრული რესურსი უნდა გაიღოს გამარჯვებისთვის.“

„მომავალი და ჭორები წასვლის შესახებ? თუ მეტყვიან, რომ საჭირო არ ვარ, „რეალს“ დავტოვებ. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ძალიან საჭირო ფიგურად ვთვლი.“ dle 10.1

  • Ramos
  • 3 აპრილი 2021
  • 2805
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (140)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)