პერესის მმართველობის პირობებში „რეალი“ მე-1000 მატჩს გამართავს!

„ეიბართან“ დაპირისპირება ისტორიული იქნება. მადრიდის „რეალი“ ფლორენტინო პერესის მმართველობის პირობებში მე-1000 დაპირისპირებას გამართავს.


1000 დაპირისპირებიდან 661 ლა ლიგის აქტივში იქნება, 208 ჩემპიონთა ლიგის, 99 სამეფო თასის, ხოლო დანარჩენი ევროპოს სუპერთასის, ესპანეთის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა.

ამჟამად ჩატარებულ 999 დაპირისპირებაში „რეალს“ 2 316 გოლი აქვს გატანილი და 1027 გაშვებული.

999 მატჩიდან „რეალმა“ 656 მოიგო, 172 ფრედ დაასრულა და 171 წააგო.

ფლორენტინო პერესის სახელს უკავშირდება ძალიან გახმაურებული ტრანსფერები რონალდოს, რამოსის, ოუენის, ზიდანის, ფიგუს, ბექჰემის, კრიშტიანოს, კაკას, ალონსოს, ბენზემას და სხვა ტოპ ვარსკალვების სახით.

პერესის აქტივში „რეალის“ პრეზიდენტობის პერიოდში უამრავი ტიტულია, მათ შორის ყველაზე თვალშისაცემი ჩემპიონთა ლიგის თასები, რომლის რაოდენობის კოლოსალური ზრდის გამო „ბლანკოსის“ მუზეუმში ხელახალი კონსტრუქციის აგება გახდა საჭირო.

სწორედ ფლორენტინოს სახელს უკავშირდება ბერნაბეუს ულტრათანამედროვე სტადიონად ქცევა და უპრეცენდენტო მასშტაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ასევე სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი სამეფო კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებს ემთხვევა, სადაც პერესი კვლავ ეცდება საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და გამარჯვებას.

დიახ, პერესის მმართველობის ფარგლებში „რეალი“ მე-1000 მატჩს გამართავს, ეს არის ისტორიაში მეორე შედეგი, საუკეთესო მაჩვენებელი კი ლეგენდარულ სანტიაგო ბერნაბეუს აქვს, რომლის პრეზიდენტობის დროსაც „ბლანკოსმა“ 1402 მატჩი გამართა. dle 10.1

  • Ramos
  • 3 აპრილი 2021
  • 1689
  • 2

1

3 აპრილი 2021 11:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალის პრეზიდენტია მარა ჩემი აზრით ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტია.

2

3 აპრილი 2021 11:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უნდა გადავირტყათ ხეიბრები დღეს,იმედია მარტივ გამარჯვებას მოიპოვებენ ბიჭები,კაზე მენდი მარსელო ვასკესა ასენსიო ვინიპუხა როდრიგო კროოსი დასვენებულები არიან,მილიტაოც და თითქმის ვარანიც,ნაჩეტეც,კაროჩე მოსაგები თამაშია რა
ეხა ქულების დაკარგვა გუნდს ფსიქოლოგიურად დაანგრევს,ზიზუს გუნდს ფსიქოლოგიის მიმართ ყველაფერი რიგზე აქვს მაგრამ მაინც მოსაგები იგრაა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)