ზიდანი:,,რამოსის სახით ლიდერი დავკარგეთ"

ზინედინ ზიდანმა „ეიბართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული ვითარება მიმოიხილა. ფრანგი სპეციალისტი ტრანსფერებსაც შეეხო...


„დიდ იმედს გამოვთქვამ, რამოსი მალე გამოჯანმრთელდება. ამ შემთხვევაში დამნაშავე არავინ არის. მივიღეთ რეალობა, რომელიც ნამდვილად ძალიან ცუდია, თუმცა ვერაფერს შევცვლით. კაპიტანი ვერ დაგვეხმარება.“

„დიახ, აპრილის თვე ძალიან რთული იქნება. აუცილებლად გამოსაყოფია „ლივერპულთან“ 2 დაპირისპირება და „ელ კლასიკო“, მაგრამ ერთადერთი რამ, რაზეც ახლა სამეფო კლუბი ფიქრობს „ეიბართან“ დაპირისპირებაა, რომელიც ხვალ შედგება.“

„ედენ აზართან დაკავშირებით არანაირი რისკი არ იქნება, ის უკვე ვარჯიშობს ბურთთან ერთად და მოედანზე მაშინ გავა, როდესაც ექიმები ამის უფლებას მოგვცემენ. ლა ლიგის მომდევნო ტურში ბელგიელის გამოჩენა გამორიცხულია.“

„ლა ლიგაში 10 ფინალი გვაქვს, სადაც ძალიან რთული იქნება 100%-იანი შედეგის ჩვენება, მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ვფიქრობ, თუ ყველა მატჩს მოვიგებთ, ჩემპიონობასაც შევძელებთ. ამის გაკეთება ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.“

„კროოსი თავს კარგად გრძნობს, ის გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარა, რადგან მცირე დაზიანება ჰქონდა. მომავალში ვნახავთ, როგორ დონეზე შეძლებს თამაშს ტონი. ის მალე სრულფასოვნად მზად იქნება.“

„ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ და არა ტრანსფერებზე, რადგან ახლა ამის დრო არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ ჰოლანდის „რეალში“ ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ მხარეები ზაფხულში შეთანხმდებიან, ახლა ამის დრო არ არის.“

„რაიოლას მადრიდში ვიზიტი? კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩემი საზრუნავი „ეიბართან“ მატჩია, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.“

„სერხიო რამოსი მადრიდიდან ტრავმირებული არ წასულა, ჩვენ მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებოდით. ასე გაგრძელდა ესპანეთის ნაკრებშიც, კაპიტანს ბევრი არ უთამაშია, თუმცა როგორც სჩანს, დაზიანება გარდაუვალი იყო.“

„სერხიო რამოსთან ინტენსიური კომუნიკაცია მაქვს. ჩვენ ახალ კონტრაქტზე არ გვისაუბრია, მაგრამ ღრმად მწამს, რომ შეთანხმება შედგება და კაპიტანი ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.“

„მბაპეს დონის მოთამაშეები ყოველთვის ექცევიან ყურადღების ქვეშ, ეს არ არის საკვირველი. კილიანს მოუწევს ბევრი კრიტიკის ატანა და ასევე ბევრი ქების მოსმენა. ფრანგის საკუთარ კლუბში ხილვა ყველას სურს, მე მას დიდ პატივს ვცემ.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 აპრილი 2021
  • 4627
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (175)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)