„რეალის“ პრეზიდენტის გეგმა - 6 ახალი ფეხბურთელი და ახალი მწვრთნელი!

ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბში დიდი ცვლილებების დრო დგება. ფლორენტინო პერესს აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ თავის სიმაღლეს უნდა დაუბრუნდეს.


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი იწერება ზინედინ ზიდანის წასვლაზე, თუმცა უცნობია, ის თანამდებობას 2021 წლის ზაფხულში დატოვებს, თუ კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს და კოლექტივს 2022 წლის 30 ივნისს გამოემშვიდობება.

ფაქტია, რომ ზინედინს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებზე უჭირავს თვალი და სანაკრებო გამოწვევის მიღება სურს.

ამ ყველაფრის პარარელურად ფლორენტინო პერესი ახალი მწვრთნელის შერჩევის პროცესს განსაკუთრებული სიფრთხილით უდგება და თვლის, რომ „ბლანკოსი“ ისეთმა მწვრთნელმა უნდა ჩაიბაროს, რომელსაც წარმატების მიღწევა შეუძლია.

განიხილება კლოპის, ლიოვის, ნაგელსმანის, რაულის და სხვების კანდიდატურები. ასევე ჭორის დონეზე კვლავ ვრცელდება ჟოზე მოურინიოს დაბრუნების ვარიანტიც.

რაც შეეხება ფეხბურთელების დამატებას. პერესი 2021 წლის ზაფხულში „ახალი გალაქტიკოს“ პროექტის დაწყებას გეგმავს, რომელის სისრულეში 2022 წლის ზაფხულში უნდა მოვიდეს და „ახალ ბერნაბეუზე“ ვარსკვლავების დახუნძლულმა „რეალმა“ უნდა იასპარეზოს.

კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდი, ედუარდო კამავინგა, პაუ ტორესი (ან ჯულს კუნდე), დავიდ ალაბა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი. სწორედ ეს ფეხბურთელები არიან „რეალის“ რადარზე, თუმცა ამის პარარელურად „ბლანკოსი“ სხვა მოთამაშეებსაც აკვირდება მო სალაჰის, კეინის და სხვა მოთამაშების სახით. dle 10.1

  • Ramos
  • 27 მარტი 2021
  • 5066
  • 3

1

27 მარტი 2021 17:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ეს თუ პერესმა შეძლო ძეგლი უნდა დავუდგათ

2

27 მარტი 2021 18:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1339
ყველას რაული მირჩევნია

3

29 მარტი 2021 16:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186
აუ ეს მაგარი იცის ადმინმა: ესპანური გამოცემების ცნობით😂😂😂 არ გიტყდება მაინც? ხო ხედავ მოკვდა საიტი, მიაწერე წყარო მიაწერეეე!!!! ნუ გვაბოლებ აქ ხალხს, ხო ხედავ კომენტარს არავინ არ დებს საერთოდ, წადი ბიძია სხვა საქმე ნახე, მიდი ეხლა ბანი დამადე მეტი რა იცით თქვენ.იმენა დედა მოუტყანით საიტს რა, დაწერთ სირობებს და წყაროს არ უთითებთ, ერთხელ გეცადა იქნებ გამოფხიზლდეს საიტი, სირცხვილია სირცხვილიი. Hala madrid

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)