ვარანი:,,საკუთარი პოზიცია საჭირო ადგილზე უკვე დავაფიქსირე"

რაფაელ ვარანმა ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მომავალთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მსოფლიო ჩემპიონი ასევე შეეხო ზინედინ ზიდანის საფრანგეთის ნაკრებში დანიშვნის თემას და მბაპეს გამადრიდელებას.


„ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ დამატებით დეტალებზე საუბარს, ვინაიდან ჩემი პოზიცია იქ უკვე გამოვხატე, სადაც საჭირო იყო. ყველაფერი მალე გახდება ცნობილი.“

„ბენზემას გარეშე საფრანგეთის ნაკრები რა თქმა უნდა ვერ იქნება ისეთი სანახავი, როგორც კარიმთან ერთად, თუმცა ეს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებაა, რომელშიც ჩარევის უფლებაც მე ნამდვილად არ მაქვს, ამიტომ სჯობს, ყველამ ჩვენი საქმე გავაკეთოთ.“

„კარიმის თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა, ის არის ეფექტური და ელეგანტური ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს ხარისხს აჩვენებს.“

„ზინედინ ზიდანი იდეალური მწვრთნელია, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ადრე თუ გვიან საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ჩაუდგეს სათავეში. ალბათ ყველა ფრანგს სურს ნაკრების გაწვრთნა, თუმცა ამ ეტაპზე არა გრძელვადიან, არამედ მოკლევადიან გეგმებზე ვფიქრობ. ჩემი აზრით, სჯობს ყურადღება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გავამხვილოთ, სადაც ჩვენი დამრიგებელი დეშამი იქნება.“

„სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კარს არის მომდგარი, აქედან გამომდინარე, ენერგიის გადანაწილება უნდა მოვახდინოთ და რესურსი სწორად გავანაწილოთ. ვფიქრობ, ძალიან რთული კალენდარია, მაგრამ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც გუნდის ინტერესებში შედის.“

„საფრანგეთს „პსჟ“-ს სახით ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ძლიერი წარმომადგენელი ჰყავს, ამ გუნდში იმდენად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ, რომ არ გამოვრიცხავ, ფინალშიც გავიდნენ.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 2018 წლის შემდეგ არ ვყოფილვართ, რაც ჩვენი დონის გუნდისთვის ძალიან ცუდი შედეგია. ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავიღოთ წარმატების მისაღწევად.“

„მბაპე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ სრულყოფილებას უახლოვდება, კილიანი ნამდვილი ბომბარდირია, რომელიც პროგრესს არ წყვეტს და ამ ყველაფერს უდიდეს გამოცდილებას ურთავს თავს.“

„იქნება თუ არა ახალი ეპოქა კილიანისა და ჰოლანდის? ვფიქრობ, ჯერ კიდევ მესისა და რონალდუს ეპოქა დგას, ამის შემდეგ კი მბაპესაც შეეძლება მათი ჩანაცვლება.“

„„ბარსელონა“ არის კლუბი, რომელშიც არასდროს ვითამაშებ. თუ „რეალიდან“ წავალ, ესპანეთის დატოვება მომიწევს. ამაზე საუბრის დროს ახლა ვერ ვხედავ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (44)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)