ბუტრაგენიო:„სრულიად გაუგებარია, რისთვის გააფრთხილეს მოდრიჩი“

ემილიო ბუტრაგენიომ „სელტასა“ და „რეალის“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა.


„ჩვენ 3 მნიშვნელოვანი გოლის გატანა და აქტივში ასევე 3 ქულის ჩაწერა მოვახერხეთ, რამაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დარჩენის საშუალება მოგვცა. ვფიქრობ, გუნდმა მატჩის ყველა ასპექტში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. პირველიდან ბოლო წუთამდე „ბალაიდოსზე“ სამეფო კლუბი დომინირებდა და შედეგიც სახეზეა. შეუძლებელია კმაყოფილი და ბედნიერი არ ვიყო.“

„კარიმ ბენზემა საოცარი ფიგურაა, მისი დახმარების იმედი ყოველთვის მაქვს. ფრანგი ნამდვილად სრულყოფილ ფეხბურთს თამაშობს და 2 ლამაზი გოლის გატანაც შეძლო. „9“-იანი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას და გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს.“

„არ ვიცი, რატომ უჩვენეს ყვითელი ბარათი ლუკა მოდრიჩს. ხორვატთან დაკავშირებით ნამდვილად საკვირველი გადაწყვეტილებაა მიღებული.“

„ვინისიუს ჟუნიორის გუნდში ყოლა ნამდვილად დიდი ბედნიერებაა. მისი სისწრაფე აღმაფრთოვანებელია. არ არსებობს დისტანცია, რომელსაც ის უსწრაფესად ვერ ფარავს და სხვა გუნდის მცველებს პრობლემებს არ უქმნის.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)