გადამწყვეტი და ურთულესი აპრილის თვე!

მადრიდის „რეალი“ აპრილის თვეში გადამწყვეტ მატჩებს ითამაშებს. ზინედინ ზიდანის გუნდს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 7 დაპირისპირების გამართვა მოუწევს. აუცილებლად აღსანიშნავია 6-იდან 14 აპრილამდე პერიოდი, რომელშიც „ბლანკოსი“ ორჯერ „ლივერპულს“, ერთხელ კი „ბარსელონას“ შეეწინააღმდეგება.


აპრილის თვე „ეიბართან“ დაპირისპირებით იწყება, რომელიც სამი რიცხვითაა დათარიღებული. ამ დაპირისპირების შემდეგ „მერენგები“ „ლივერპულს“ მიიღებენ, ეს შეხვედრა 6 აპრილსაა ჩანიშნული.

10 აპრილს გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ, ხოლო 14-ში „ბლანკოსი“ ლივერპულში გაემგზავრება და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით დაპირისპირებას „ენფილდზე“ ითამაშებს.

20, 21 ან 22 აპრილს „მერენგები“ „კადისს“ ესტუმრებიან, ამის შემდეგ დაგეგმილია „ბეტისის“ დი სტეფანოზე მიღება, ეს მატჩი 24 ან 25 აპრილს შედგება.

ურთულეს თვეს „ხეტაფესთან“ შეხვედრა დახურავს, რომელიც 27, 28 ან 29 აპრილს შედგება, ხოლო თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავა, დამატებით ერთი დაპირისპირების გამართვა მოუწევს „პორტოსა“ და „ჩელსის“ შორის გამარჯვებულთან.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინ გადამწყვეტი თვეა, სადაც წარმატების მიღწევის შემთხვევაში, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც აღმოჩნდებიან და ლა ლიგისთვის ბრძოლასაც განაგრძობენ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)