ზიდანი:„ბენზემა საოცარ ფორმაშია, გუნდი კი პროგრესირებს“

ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


„რთული თამაში გამოდგა. ჩვენ უპირატესობა გვქონდა და გამოვიყენეთ კიდეც. პირველი ტაიმის ბოლოს ვიგოელებმა გოლის გატანა შეძლეს, მაგრამ მეორე ნახევარში ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და საბოლოო წერტილიც დავსვით.“

„„რეალმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი ხასიათი. გუნდი არასდროს ნებდება. კოლექტივმა კარგად ითამაშა, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

„ახლა ფეხბურთელების ეროვნულ გუნდებში გაშვების დროა, რაც ჩვენს ამოცანას ართულებს, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით. ფაქტი ისაა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ურთულესი კალენდარი გვაქვს და დიდ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ.“

„ვინც გუნდში რჩება, დასვენების საშუალება მიეცემა და აპრილის მნიშვნელოვან მატჩებს სრულყოფილად შეხვდება.“

„კარიმ ბენზემა საოცარ ფორმაშია. ფრანგის მოედანზე ყოფნა უდიდესი იმედია. მიხარია, რომ „9“-იანის ასეთ მატჩებს თვალს ვადევნებ. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცა, რა როლს თამაშობს ბენზემა მადრიდის „რეალის“ წარმატებაში.“

„ჩემპიონთა ლიგაზე ახლა ფიქრის დრო არ არის, თუმცა თუ ისე ვითამაშებთ, როგორც „სელტასთან“, „ლივერპულთან“ გამარჯვება შესაძლებელი იქნება.“

„რამოსი ნაკრებში მიემგზავრება, კაპიტანი დღევანდელი დღისთვის მზად არ იყო, მაგრამ რამდენიმე დღეში ასპარეზობა სრულფასოვნას შეეძლება.“

„ვალვერდე ძალიან ენერგიული ფეხბურთელია, მას ბევრი განსხვავებული დავალება ჰქონდა, რომელსაც თავი შესანიშნავად გაართვა. ურუგვაელი ხშირად ეხმარებოდა ბენზემას.“

„კროოსის, მოდრიჩისა და კაზემიროს ტრიო საოცარია და ამ ფეხბურთელებზე დიდ იმედებს ვამყარებ. ორი მათგანი ნაკრებში მიდის. ვიმედოვნებ, ისინი ჯანმრთელად დაბრუნდებიან და ძალიან საპასუხისმგებლო დაპირისპირებებში მოწოდების სიმაღლეზე იდგებიან.“ dle 10.1


1

20 მარტი 2021 22:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 387
მეფე ხარ როგორც ფებურთელი და როგორც მწვრთნელი

2

21 მარტი 2021 00:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არ თქვა ახალი ამბავი? ბენზემა მხეცი როა ახლა კიარა ათი წელია ვხედავ😁

3

21 მარტი 2021 01:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჰაჰაა, სევილიას მთრლი თამაში არაფერი გაუკეთებია და ჩავიდა მეკარე კუთხურზე 94 წუთზე და ფეხით გაიტანა გოლი....😍😍🤣 ბონოო

4

21 მარტი 2021 02:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Guti-MURTO1992
ჰაჰაა, სევილიას მთრლი თამაში არაფერი გაუკეთებია და ჩავიდა მეკარე კუთხურზე 94 წუთზე და ფეხით გაიტანა გოლი....😍😍🤣 ბონოო

Marto magis gamo girda tamashis yureba :D

5

21 მარტი 2021 10:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 387
დღეს სოსიედადი ჩაულაგებს გამოპიკეალვეშლაპორტამსაჯებულ გუნდს

6

21 მარტი 2021 15:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2095
მოდრიჩის ყვითელი უნდა მოახსნევინონ და მსაჯი დაასვენონ ერთი ათი თამაში.ძაან აშკარაა უკვე ყველა თამაშში გუნდი იჩაგრება მსაჯების მხრიდან

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)