ბუტრაგენიო:„ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს ორი ისტორიული გუნდი შეხვდა“

ემილიო ბუტრაგენიო ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რეალი“ ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე ბრძოლას აპირებს.


„ორი ისტორიული და ფუნდემენტურად ძლიერი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემპიონთა ლიგის განვითარებასა და გამრავალფეროვნებაში. ყველა ვარიანტში უნდა ითქვას, რომ შესანიშნავი დაპირისპირებები გველის, რომლისგანაც ქომაგები სიამოვნებას მიიღებენ.“

„1/2 ფინალში გასვლა ჩვენი ნატვრაა, ამიტომ „ლივერპულთან“ ბოლომდე დავიხარჯებით. დიახ, იურგენ კლოპს შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მერსისაიდელებს უძლიერესი გუნდი ჰყავთ.“

„ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი გუნდი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლა. ვიცით, რომ გამოწვევა რთულია, თუმცა მზად ვართ ყველაფრისთვის.“

„ინგლისურ კლუბთან ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. „ლივერპული“ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მანამდე კი ფინალში გავიდა. ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტს, ამიტომ მნიშვნელოვანია სრული კონცენტრაცია და მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა.“

„ცოტა ხნის წინ ტრავმების მხრივ რთული სიტუაცია გვქონდა, მაგრამ გუნდმა ფენომენალური სამუშაო გასწია და საბოლოო ჯამში კარგ შედეგებს მიაღწია.“

„აპრილში ურთულესი კალენდარი გვექნება, ამიტომ საჭიროა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მზადყოფნა.“ dle 10.1

  • Ramos
  • 20 მარტი 2021
  • 721
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)