ბუტრაგენიო:,,რონალდუსთან დაკავშირებით ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

ემილიო ბუტრაგენიომ „ატალანტასთან“ დაპირისპირება შეაფასა და კრიშტიანო რონალდუზეც ისაუბრა. ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორი პორტუგალიელის დაბრუნებას არ გამორიცხავს.


„ეს გამარჯვება გულშემატკივრებს ეძღვნებათ. მინდა მივულოცო მათ და დიდი წარმატებები ვუსურვო. „რეალის“ ფეხბურთელებმა ძალიან ღირსეულად ითამაშეს და გამარჯვება დაიმსახურეს. გუნდი 1/4 ფინალშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ზინედინ ზიდანმა შესანიშნავი გეგმა შეიმუშავა, რამაც გასპერინის ფეხბურთელებს არაფრის შანსი არ დაუტოვა. პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა, რომ „ატალანტა“ შეტევაზე ფიქრობდა და ზეწოლას ეტაპობრივად აძლიერებდა, თუმცა ნახევარდაცვის არნახულმა თამაშმა და ბურთის კონტროლმა იტალიურ კლუბს გეგმები აურია. „რეალის“ ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და თამაში სწორედ ჩვენი გუნდის კარნახით წარიმართა.“

„ვინისიუსი ძალიან სწრაფია, ის ყველა მცველს პრობლემებს უქმნის და ხშირად ცდილობს მომენტების გამწვავებას. ბრაზილიელის დიდ პერსპექტივაზე არავინ დაობს, ის მართლაც ძალიან დიდ ნიჭს ფლობს, რომელსაც განვითარება სჭირდება. დასანანია, რომ ვინიმ ვერ გაიტანა, თუმცა მან გამოიმუშავა პენალტი, რომელმაც საბოლოო ჯამში რწმენა შეგვმატა.“

„ბენზემა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ფრანგის მახასიათებლები უბრალოდ იდეალურია. ჩვენ გვყავს ფორვარდი, რომელიც ართმევაზეც კი თამაშობს, ის არის ყველგან სადაც გუნდს სჭირდება. ასეთი მოთამაშის გუნდში ყოფნა დიდი ფუფუნებაა და მჯერა, რომ ის კიდევ დიდხანს დაეხმარება სამეფო კლუბს.“

„მოხარული ვარ, სერხიო რამოსის სტაბილური დაბრუნებით, ის მოედანზე 1 საათს ატარებს და ძალიან დიდ როლს თამაშობს. ასეთი გამოცდილების და ლიდერის სულის მქონე კაპიტანი რა თქმა უნდა ძალიან საჭირო და აუცილებელია. მიხარია, რომ ესპანელმა გოლის გატანა შეძლო და გუნდს დაეხმარა.“

„როდესაც სერხიოს მომავალზე ვსაუბრობთ, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ის „ბლანკოსისთვის“ შეუცვლელი ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერია. ჩვენ გვჭირდება რამოსი.“

„ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რომელი მეტოქე მირჩევნია 1/4 ფინალში. მსურს დავტკვე გამარჯვებით და მომავალზე ხვალიდან ვიფიქრო. „რეალი“ მწვერვალების დასაპყრობად სრულ მზადყოფნაშია.“

„კრიშტიანო რონალდუს დაბრუნება? ვნახოთ. გიდასტურებთ, რომ რონალდუ „რეალისთვის“ მართლაც პატივსაცემი ფიგურაა და ზაფხულში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.“ „კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვნახოთ....“ dle 10.1

  • Ramos
  • 17 მარტი 2021
  • 6783
  • 1

1

17 მარტი 2021 13:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 93
momenatra eg tkveni "preasa aachrela"satauri,upro kargi ikneboda tkuilebs roma cerdet...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)