ზიდანი:„რამდენიმე დღეში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გაცნობებთ“

ზინედინ ზიდანმა „ატალანტასთან“ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ეს იყო ძალიან სრულყოფილი თამაში, სადაც „რეალის“ ფეხბურთელებს შეცდომა ფაქტობრივად არ დაუშვიათ. ბედნიერი ვარ და კმაყოფილებას ვერ ვმალავ, ყველა ასპექტში უმაღლესი დონე ვაჩვენეთ. ახლა დასვენება და ლა ლიგაზე გადართვა გვმართებს.“

„მარკო ასენსიო შესანიშნავი იყო, ის მოედანზე შემოვიდა და მალევე შეძლო გოლის გატანა, რამაც ყველაფერს წერტილი დაუსვა.“

„შეუძლებელია ვინისიუსის თამაშით უკმაყოფილო ვიყო, ის სულ აქტიურობდა. გაფუჭებული მომენტი დასანანია, თუმცა ასეც ხდება ხოლმე.“

„მოდრიჩის 35 წელი თვალშისაცემი ნამდვილად არ არის, ხორვატი იდეალურად კონდიციაშია.“

„ზოგიერთისთვის ეს გამორიცხულია, მაგრამ მადრიდის „რეალი“ ყველა ტურნირზე ფავორიტია. მე მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა შეგვიძლია, გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.“

„ედენ აზართან შეხვედრას ხვალ ვაპირებ. ბელგიელის ოპერაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რასაც აუცილებლად გამოვაცხადებთ.“

„3-5-2 აქამდეც ნაცადი სქემა იყო, ჩვენ აღნიშნულ ტაქტიკას რამდენჯერმე მივმართეთ.“

„რამოსმა 10 წუთით მეტი თამაში მთხოვა, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მივიღე და მოედანი დავატოვებინე, ვინაიდან რისკები არაფერში მჭირდება, კაპიტანი ძალიან დიდ როლს თამაშობს გუნდის წარმატებაში.“

„ძალიან გამიხარდება, თუ ლუკა მოდრიჩი მწვრთნელი გახდება, ვინაიდან ის არის ნამდვილი პროფესიონალი და შესანიშნავად ესმის ფეხბურთი. ის კარიერას რამდენიმე წელი არ დაასრულებს, რადგან საოცარ კონდიციაშია.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 მარტი 2021
  • 4080
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)