ბენზემა:„რონალდუს „რეალში“ დაბრუნებას მივესალმები“

კარიმ ბენზემამ „ატალანტასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი ფეხბურთელი მატჩს ოპტიმისტურად უყურებს და გამარჯვების სჯერა.

„ზუსტად ვიცი, რომ რთული მატჩი გველის, რადგან „ატალანტა“ აქ მოსაგებად ჩამოდის, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „რეალიც“ მზად არის საბრძოლველად და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასასვლელად. დიახ, 0-1 კარგი უპირატესობაა, მაგრამ „დი სტეფანოზე“ ნულიდან ვიწყებთ.“

„რამოსის პოზიციაზე ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით? ეს კაპიტანის აზრია. მე ვფიქრობ, რომ ნორვეგიელს დიდი მომავალი აქვს და კიდევ ბევრი მუშაობა მართებს იმისათვის, რომ დადგეს დღე, როდესაც „რეალის“ მაისურში გამოწყობილი ვიხილოთ.“

„აზარს სურს ყველას აჩვენოს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავია, მაგრამ მას ამის შესაძლებლობება არ ეძლევა. ბელგიელის გამო ძალიან ვწუხვარ და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.“

„კრიშტიანო რონალდუსთან ერთად ეპოქა შევქმენი, ჩვენ ხშირად ვკომბინირებდით და არაერთი გოლი გაგვიტანია. მე მისთვის არაერთი საგოლე გამიკეთებია და ანალოგიურად მასაც ჩემთვის.“

„მე არ ვარ პრეზიდენტი, თუმცა რა თქმა უნდა მივესალმები კრიშტიანოს დაბრუნებას. რონალდუს ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, მაგრამ მას დაბრუნების შესახებ არაფერი უთქვამს.“

„ზეწოლა ყოველთვის ძალიან დიდია, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობთ. ყოველთვის 3 და 4 გოლის გატანა რთულია, თუმცა მაქსიმალურად ვიხარჯებით იმისათვის, რომ შედეგიანები ვიყოთ.“

„მე ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში მეწურება. თუ პრეზიდენტი გახანგრძლივებას გადაწყვეტს, ჩემი კარი ღიაა, სხვაგან წასვლაზე არ ვფიქრობ.“

„მსურს ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში. 33 წლის ვარ და ვთვლი, რომ თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად კარგ ფორმას ვინარჩუნებ. მინახავს 39 წლის მოთამაშეები, რომლებიც ეფექტურები არიან.“

„იდეალური პოზიცია ჩემთვის არ არსებობს, რადგან ყველგან კარგად ვგრძნობ თავს. ამ ეტაპზე საკუთარი კონდიციები მაძლევს იმის საშუალებას, რომ სივრცეები გავათავისუფლო, ფლანგებზე გადავიდე და ნახევარდაცვასაც დავეხმარო. თუ გარკვეული დროის შემდეგ ფიზიკა ამის საშუალებას არ მომცემს, მხოლოდ ცენტრფორვარდად ვითამაშებ და სხვა ფუნქციებს ვეღარ შევითავსებ.“

„არ ვფიქრობ, რომ ესპანურ გუნდებს კრიზისი აქვთ და ჩამოუვარდებიან ისეთ გრანდებს, როგორებიც „ბაიერნი“, „სიტი“, „პსჟ“ და სხვები არიან. ლა ლიგაში არაერთი დიდებული კლუბი მოიძებნება, რომელიც კონკურენტუნარიანია.“

„უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტენდეციების მიხედვით, გრანდები ხშირად კარგავენ ქულებს შედარებით დაბალი დონის გუნდებთან.“

„„ელჩესთან“ ნამდვილად გადავრჩით, თუმცა მთავარი მაინც 3 ქულა იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენი გოლის გატანას შევძლებდით.“

„ბოლოს მინდა შევაქო „ატალანტას“ ფეხბურთელები, რომლებსაც საოცარი დისციპლინა და შემართება აქვთ. ჩვენ ველით უშეღავათო ბრძოლას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დანებებას არ ვაპირებთ. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტებს შორის ერთ-ერთი გუნდი „ბლანკოსი“ უნდა იყოს.“ dle 10.1

1

15 მარტი 2021 20:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბიჭები თქვენი აზრით რომელი უფრო მაგარი ფეღბურთელი იყო ზიზუ თუ რივალდო

2

15 მარტი 2021 20:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Zazka_777
ბიჭები თქვენი აზრით რომელი უფრო მაგარი ფეღბურთელი იყო ზიზუ თუ რივალდო

Texavs magati shedareba:)))))) zizu yvela drois sauketeso naxevarmcveli iyo

3

15 მარტი 2021 20:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 967
ციტატა: Zazka_777
ბიჭები თქვენი აზრით რომელი უფრო მაგარი ფეღბურთელი იყო ზიზუ თუ რივალდო

რივალდო ფორმის პიკში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. შემდეგ ვან გაალთან ჰქონდა კონფლიქტი და ბარსადან წასვლა მოუწია. იმის მერე საკლუბო კარიერაში განსაკუთრებული აღარაფერი უქნია.

4

15 მარტი 2021 20:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Andre1

Orive magari iyo magram chemi azrit zizu win iyo bevrad

5

15 მარტი 2021 20:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 818
ისე ნახ მცველს და თავდამსხმელს რა ლოგიკით ადარებთ ვერ ვიგებ :დდ ბარემ პელე და მალდინი შეადარეთ :))))))

6

15 მარტი 2021 22:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ აზარმა ხო ტვინი მოტ.ყნა რა, იმენა სად მიაგნეს ამითანა ხრუსტალს იმენა, ერთი მიკარება და 2 თვე უნდა იწვეს მერე. სასწრაფოს გასაშვებია, მაგის ათამშების და მაგარი ფორმის აკრეფის ნეტა თუ სჯერა პერესს. ააცმევინონ ზაფხულში მაგრამ ვის რა შაშაკოლად უნდა, ნახევარ ფასშიც აღარ გაიყიდება.

7

15 მარტი 2021 22:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Andre1
ციტატა: Zazka_777
ბიჭები თქვენი აზრით რომელი უფრო მაგარი ფეღბურთელი იყო ზიზუ თუ რივალდო

რივალდო ფორმის პიკში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. შემდეგ ვან გაალთან ჰქონდა კონფლიქტი და ბარსადან წასვლა მოუწია. იმის მერე საკლუბო კარიერაში განსაკუთრებული აღარაფერი უქნია.

რივალდოს როგორ ადარებთ ზიდანს, სულ სხვადასხვა განზომილებებია. ზიზუმ კარიერა რეალში დაამთავრა, ის კი სადღაც უზბეკეთებში თამაშობდა. მისი შედარება ფიგუსთან შეიძლება, დაახლოებით ერთი დონე იყვნენ.

8

15 მარტი 2021 22:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Zazka_777
ბიჭები თქვენი აზრით რომელი უფრო მაგარი ფეღბურთელი იყო ზიზუ თუ რივალდო

ზიდანს ლიჩნად მე ყველა დროის 5 ფუტბალისტში შევიყვანდი ძმა. რივალდოს 30

9

15 მარტი 2021 23:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: MADRIDD
ციტატა: Zazka_777
ბიჭები თქვენი აზრით რომელი უფრო მაგარი ფეღბურთელი იყო ზიზუ თუ რივალდო

ზიდანს ლიჩნად მე ყველა დროის 5 ფუტბალისტში შევიყვანდი ძმა. რივალდოს 30

ხო მეც ეგრე ვფიქრობ მარა ბევრი ადარებს რივალდოს და ზიზუს და თქვენი მოსაზრება მაინტერესებდა

10

15 მარტი 2021 23:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Rivaldoc ro magalidonis fexburteli iyo magas tqma radunda magram zviki donea

ციტატა: PAQSO
ისე ნახ მცველს და თავდამსხმელს რა ლოგიკით ადარებთ ვერ ვიგებ :დდ ბარემ პელე და მალდინი შეადარეთ :))))))

Rato dzma zizuc da rivaldoc pleimeikerebi iyvnen pozicitorive erti arian ubralod zidani movlena fexburtis da rivaldo kargi fexburteli iyo

11

16 მარტი 2021 00:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ესეთი დონის ჩემპიონატს ესეთი ჭ კლასის მსაჯები რატო უნდა ყავდეს ჩემამდე არ მოდის. გარტყმაში არ არიან მსაჯობის 90%

12

16 მარტი 2021 00:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რა შტერობა პენალტი დაუდო ბარსელონას, მარა წელს რეალის კარში 7 პენალტი დაიდო აქედან 70% არასწორედ, და რეალის სასარგებლოდ თუ არ ვცდები 15 ტურია პენალტი არ დადებულა, თან დააკვირდით ბარსელონას პენალტებს უდებენ სადწც იციან რომ მაინც მოიგებს 99%, აი დღევანდელი შემთხვევა იციან მაინც მოიგებს. დერბიში აშკარა პენალტი არ დაუდეს რეალს. ახლა ბარსელონას უაზრო პენალტი დაუდო მარა ამ მხვრივ რეალი წელს იმენა გაწირეს

13

16 მარტი 2021 02:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1851
ციტატა: Zazka_777
ბიჭები თქვენი აზრით რომელი უფრო მაგარი ფეღბურთელი იყო ზიზუ თუ რივალდო

მე ზოგადად ფეხბურთი და რეალი ზიდანმა შემაყვარა ასე რომ რათქმაუნდა ზიდანი...(რაულმაც შემაყვარა რეალი)

გამოჩნდა ვარი ვის მხარეზეცაა... არადა მახსოვს სულ სხვანაირად ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობენ... არადა მსაჯმა ბოლო 3 თამაშში 100% პენლები არ დადო... იმ თამაშს არ გავიხსენებ რეალს რო 3 პენალტი დაუდეს... სირცხვილია ბოლოს და ბოლოს. (ალბათ პერეს ფული გამოელია და ვეღარ მოისყიდა მსაჯები wink )

14

16 მარტი 2021 02:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შევწუხდი უკვე ამ აზართან დაკავშირებით. რა ჭირი ჭირს. რეალში მოუნდა სიკვდილი მაინცდამაინც. ჩელსიში დაფრინავდა

15

16 მარტი 2021 02:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: RMA(13)
შევწუხდი უკვე ამ აზართან დაკავშირებით. რა ჭირი ჭირს. რეალში მოუნდა სიკვდილი მაინცდამაინც. ჩელსიში დაფრინავდა

რონალდოს ნახევარს რომ ვერ მიაღწევდა აზარი რეალში ეს მაშინაც ვიცოდი. მაგრამ მთლად ასე თუ ვერ გაამართლებდა არ მეგონა

16

16 მარტი 2021 03:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Madrid 4 ever
ციტატა: RMA(13)
შევწუხდი უკვე ამ აზართან დაკავშირებით. რა ჭირი ჭირს. რეალში მოუნდა სიკვდილი მაინცდამაინც. ჩელსიში დაფრინავდა

რონალდოს ნახევარს რომ ვერ მიაღწევდა აზარი რეალში ეს მაშინაც ვიცოდი. მაგრამ მთლად ასე თუ ვერ გაამართლებდა არ მეგონა

ეგ ხო რათქმაუნდა....... მარა ვეღარ გავიგე უკვე, სამედიცინო შტაბს რომ დავაბრალო ეგრე ბენზემაც დამტვრეული იყო დაბრუნდა. სხვებიც კიდე. ანუ გამოდის თვითონ აზარს ჭირს რაღაც. ჩელსიში არ იყო ეგრე ამის დედა ვატირე. აქ რა ეტაკა. არადა იმედი მქონდა და მიხაროდა რო მოვიდა რეალში, მეთქი რამეს იზამსთქო

17

16 მარტი 2021 10:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9028
xom aravin icit saatebis gadmowevas rodis apireben davitanje 12 saatze yurebit

18

16 მარტი 2021 10:37

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: kontaqti
xom aravin icit saatebis gadmowevas rodis apireben davitanje 12 saatze yurebit

მალე, 1/4 ფინალებიდან

ციტატა: Rustaveli1990
ციტატა: Zazka_777
ბიჭები თქვენი აზრით რომელი უფრო მაგარი ფეღბურთელი იყო ზიზუ თუ რივალდო

მე ზოგადად ფეხბურთი და რეალი ზიდანმა შემაყვარა ასე რომ რათქმაუნდა ზიდანი...(რაულმაც შემაყვარა რეალი)

ციტატა: MADRIDD
რა შტერობა პენალტი დაუდო ბარსელონას, მარა წელს რეალის კარში 7 პენალტი დაიდო აქედან 70% არასწორედ, და რეალის სასარგებლოდ თუ არ ვცდები 15 ტურია პენალტი არ დადებულა, თან დააკვირდით ბარსელონას პენალტებს უდებენ სადწც იციან რომ მაინც მოიგებს 99%, აი დღევანდელი შემთხვევა იციან მაინც მოიგებს. დერბიში აშკარა პენალტი არ დაუდეს რეალს. ახლა ბარსელონას უაზრო პენალტი დაუდო მარა ამ მხვრივ რეალი წელს იმენა გაწირეს

გამოჩნდა ვარი ვის მხარეზეცაა... არადა მახსოვს სულ სხვანაირად ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობენ... არადა მსაჯმა ბოლო 3 თამაშში 100% პენლები არ დადო... იმ თამაშს არ გავიხსენებ რეალს რო 3 პენალტი დაუდეს... სირცხვილია ბოლოს და ბოლოს. (ალბათ პერეს ფული გამოელია და ვეღარ მოისყიდა მსაჯები wink )

წელს განსაკუთრებით გაგვწირეს მსაჯებმა

ედენ აზარს დიდი ალბათობით მეორე ოპერაციაც ჩაუტარდება და ტერფში ჩადგმულ დეტალს ამოაცლიან. მისი ტრავმიანობის მთავარ მიზეზად სწორედ ის სახელდება. MARCA

ამის გათვალისწინებით აზარი დარჩენილ სეზონს და ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

აი აქ უკვე ძალიან შემეცოდა მე ვიყო კუმანი, ეს ნიშნავს 99% კარიერის დასრულებას, როგორ შემეცოდა ტო. ძალიან მაგარი ფეხბურთელი დაიტანჯა. სამწუხაროა

19

16 მარტი 2021 14:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რივალდოს შედარება ზიდანთან არ შეიძლება, რივალდო ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ზიდან ერთი საფეხურით მაღლა დგას. ყველაფერს რო თავი დავანებოთ რაც ზიდანს სანაკრებოზე ინდივიდუალურ თემაში აქვს გაკეთებული მარტო მაგით ჯობნის, სხვას რო თავი დანვანებოთ. fellow

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)