ფერენც პუშკაში

სახელი და გვარი: ფერენც პუშკაში
დაბადების თარიღი: 02.04.1927
დაბადების ადგილი: კისპეშტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი)
პოზიცია: მარცხენა თავდასხმელი
საკლუბო კარიერა


სახელი და გვარი: ფერენც პუშკაში
დაბადების თარიღი: 02.04.1927
დაბადების ადგილი: კისპეშტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი)
პოზიცია: მარცხენა თავდასხმელი
საკლუბო კარიერა
კიშპეშტი (თამაში—გოლები)
1949-50 30————31
1950 15————25
1951 21————21
1952 26———–22
1953 26———–27
1954 20———–21
1955 26———–18
1956 13————5
გონვედი (თამაში—გოლები)
1949-50 30————31
1950 15————25
1951 21————21
1952 26———–22
1953 26———–27
1954 20———–21
1955 26———–18
1956 13————5
რეალ მადრიდი (თამაში—გოლები)
1958-59 24———-21
1959-60 24———25
1960-61 28———27
1961-62 23———20
1962-63 30———26
1963-64 24———20
1964-65 18———-11
1965-66 8————4
1966-67 0————0
სანაკრებო კარიერა, საკლუბო კარიერა და მიღწევები
უგრეთის ნაკრებში ჩაატარა 80თამაში და გაიტანა 81 გოლი,ხოლო ესპანეთის ნაკრებში 4 თამაში 0 გოლი.
დებიუტი კიშპეშტის შემადგენლობაში 1943 წლის 6დეკემბერი.
დებიუტი რეალის შემადგენლობაში 1958 წლის 14 დეკემბერი, ლას პალმასი-რეალი 1-2.
პირველი გოლი რეალის შემადგენლობაში 1958 წლის 21 დეკემბერი. ჰეთ-თრიკი ხიხონის სპორტინგის კარში 5-1.
რეალში ჩაატარა 9 სოზონი (01.06.1958-30.06.1967)
ითამაშა 372 თამაში, გაიტანა 324 გოლი
ოთხგზის ესპანეთის ბომბარდირი “პიჩიჩი” : 1959-60, 1960-61, 1962-63, 1963-64.
ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონი : 1960-61, 1961-62, 1962-63, 1963-64, 1964-65.
ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი : 1958-59, 1959-60, 1965-66.
ესპანეთის თასის მფლობელი : 1961-62 .
საკონტინენთაშორისო თასის მფლობელი : 1960 .
ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელი : 1958-59, 1959-60, 1965-66.
ჩემპიონთა თასის ფინალისტი : 1962, 1964.
უნგრეთის ექვსგზის ჩემპიონი : 1949-50, 1950, 1952, 1954, 1955, 1956.
უნგრეთის ვიცე-ჩემპიონი : 1946-47, 1951, 1953.
უგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1947-48, 1949-50, 1950,1953
ოლიმპიური ჩემპიონი: 1952
სამწვრთნელო კარიერა
“სან ფრანცისკო” (აშშ)
ვანკუვერ როიალსი (კანადა)
პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
საუდის არაბეთის ნაკრები
კოლო-კოლო (ჩილე)
აეკი (საბერძნეთი)
სოლ დე ამერიკა (პარაგვაი)
სერო პორტენიო (პარაგვაი)
მურსია (ესპანეთი)
სოუთ მელბურნი (ავსტრალია)
უნგრეთის ნაკრები
ბიოგრაფია
“მათ კაპიტანს ჰქვია PUშH ჩUშH”- დასცინოდნენ ინგლისური გაზეთები. “მათ ბუცებიცკი არააქვთ,ისე უბრალოდ…სახლის ტაპოჩკები”-განაცხადა ერთ-ერთმა ინგლისელმა ფეხბურთელმა. “შეხედეთ ერთი იმ პატარა მსუქან ბიჭუნას,ეს მათი კაპიტანია? ჩვენ მათ მოვკლავთ!!!”- ირწმუნებოდნენ ინგლისელები.
“პატარა და მსუქანი ბიჭი” იყო ფერენც პუშკაში… და მართლაც ფეხბურთელისთვის ის არასათანადოდ გამოიყურებოდა.ის იყო პატარა,მსუქანი,არიცოდა თავით თამაში და თამაშობდა მხოლოდ მარცხენა ფეხით… არავის ინგლისში არუნახია,თუ როგორ ეპყრობოდა იგი ბურთს… და მიუხედავ ამისა ,ინგლისელები,რომლებიც იმ დროისათვის ითვლებოდნენ ფეხბურთის მეფეებად, უფრო თავშეკავებული უნდა ყოფილიყვნენ.
ჰელსინკის ოლიმპიადაზე უგრეთის ნაკრები თამაშობდა 5 თავდასხმელით.ზოგჯერ გუსტავო შებერის ამ ტაქტიკას ეძახდნენ 4-2-4
ეს ტაქტიკა პირველად იქნა გამოყენებული ამ ოლიმპიადაზე,თავდასხმის ხაზიკი ასე გამოიყურებოდა: ბუდაი-კოშიჩი-პუშკაში-ციბირი. მათ პრაკტიკულად გაანადგურეს მოწინააღმდეგე: იტალია 3-0, თურქეთი 7-1, შვეცია 6-0 და ფინალში პუშკაშის ორი გოლისა და ხიდეგკუდის ორი გოლის წყალობით “ჯადოსნურმა უნგრელებმა” მოიპოვეს ოლიმპიური ოქრო,ფინალში დამარცხებულ იქნა იუგოსლავია.
მიუხედავად ამისა ინგლისელები საუკეთესოებად მიიჩნეოდნენ,ხოლო მათი ტაქტიკური მონახაზები იმ დროისათვის ფეხბურთის ბოლო მოდელად მიიჩნეოდა.
25 ნოემბერი 1953 წელი,თამაში ინგლისში,უემბლის სტადიონზე დაიწყო.თამაშის პირველსავე წუთზე უნგრელებმა გოლი გაიტანეს ინგლისელთა კარებში,რითაც მთელი უემბლი გააოგნეს.მთელი მატჩის განმავლობაში უნგრელებმა მეტოქის კარში 35! ჟერ დაარტყეს,მაშინ როდესაც ინგლისელებმა მხოლოდ 5 ჯერ მოახერხეს.საბოლოო ჯამში თამაში დამთავრდა 6-3 უნგრელთა სასარგებლოდ,პუშკაშმა იმ თამასში ორი გოლი გაიტანა.
ღამოდენიმე წლის შემდეგ ინგლისელი ფეხბურთელები იხსენებენ,რომ შუა თამასში მათ უეცრად შეწყვიტეს ბრდზანების მიგება სათადარიგო სკამიდან,ინგლისელთა სამწვრთნელო შტაბი უბრალოდ პანიკაში ჩავარდა.იმ საგამოს შემდეგ ინგლისის ნაკრებს აღარავინ თვლიდა ფეხბურთის სახეთ და მით უფრო მეფეთ.
ეს არაა ფეხბურთის ისტორია,ეს არაა უნგრეთის ისტორია,ეს-კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაა,ყოველი სახელი-თავი მასში…ოქროს თავია ფერენც პუშკაშსზე,კაცზე,რომელსაც დღეს უწოდებენ ყველა დროის საუკეთესო უნგრელ ფეხბურთელად.
ის დაიბადა 1927 წლის 2 აპრილს ქ.კიშპეშტში,ბუდაპეშტის გარეუბანში.
16წლის ასაკში პუშკაში გახდა “კიშპეშტის” ფეხბურთელი,რომელსაც მაშინ მამამისი წვრთნიდა,ხოლო 18 წლის ასაკში მას ქონდა დებიუტი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში,რომელიც ჩატარადა ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ,ის თამაში უნგრელებმა 5-2 მოიგეს.
ორ წელიწადში მას შესთავაზეს პირველი პროფესიული კონტრაქტი იუვენტუსმა,მაგრამ პუშკაშმა განაცხადა “მე უნგრელი ვარ და არასოდეს მივატოვებ ჩემს გუნდსა და მეგობრებს.”
1948წელს “კიშპეშტი” დაშალეს და მისი ფეხბურთელები მთლიანად გადაიყვანეს საფეხბურთო კლუბ გონვენდში,თავის პირველსავე სეზონში პუშკაში ბომბარდირი გახდა 50 გოლით.
1950წლის 4 ივნისიდან 1954 წლის 30ივნისამდე უნგრეთის ნაკრებმა ჩაატარა 31მატჩი,აქედან 28 მოიგო და 3ფრედ დაასრულა,გაიტანა 144გოლი და მიიღო მხოლოდ 33.
არცერთ წინა და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატებზე ფავორიტ ნაკრებს არჰქონდა ამხელა უპირატესობა მოწინააღმდე გუნდთან,როგორიც ჰქონდა უნგრეთის ნაკრებს.მათ ზედიზედ დაამარცხეს რამოდენიმე ცნობილი საფეხბურთო ნაკრები,როგორებიც იყვნენ ბრაზილია 4-2,ურუგვაი 4-2,ხოლო ჯგუფურ ეტაპზეკი მათ მომავალი ფინალისტი გფრ-ის ნაკრები დაამარცხეს
ანგარიშით 8-3,მაგრამ მერე როგორც აღმოჩნდა,გერმანელთა მწვრთნელმა ეშმაკობა იხმარა და იპირობო ფავორიტის წინააღმდეგ უბრალოდ დუბლ-შემადგენლობით გამოვიდა.იმ თამასში პუშკაშმა ტრამვა მიიგო და ფინალამდე ვეღარ დაეხმარა თავის გუნდს,ფინალშიკი ისინი დამარცხდნენ 2-3 გფრ-ის ნაკრებთან.საინტერესოა,რომ როდესაც ანგარიში 2-3 იყო,უნგრელებმა გაიტანეს გოლი,რომელიც გაურკვეველი მიზეზებით ინგლისელმა მსაჯმა გააუქმა.
1958 წელს უნგრეთში დაიწყო რეპრესიები,იმ დროისათვის პუშკაში გუნდთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდა,სადაც გასვლით თამაშს ატარებდნენ ბილბაოს წინააღმდეგ.ციბორმა,კოშიჩმა და პუშკაშმა უარი განაცხადეს “სისხლიან უნგრეთში” დაბრუნებაზე,ამით გაღიზიანებულმა უნგრულმა კომუნისტურმა მთავროვრობამ ისინი მოღალატეებად გამოაცხადა,ხოლო პუშკაშის ოჯახს განუცხადეს,რომ ის საზღვარგარეთ გარდაიცვალა.რამოდენიმე წლის მერე პუშკაშის მეგობარმა და გონვენდის ექიმა შეძლო პუშკაშAის ოჯახი მალულად ესპანეთში გადაეყვანა. “სიციცხლის ბოლომდე მისი მადლიერნი ვიქნებით”-აცხადებდა პუშკაში და მუდამ მადლობას უცხადებდა თავის მეგობარს.
Uუგუნდოდ დარჩენილმა პუშკაშმა მთელი 20კილოგრამი მოიმატა და დროისათვის ის აღარავის ახსოვდა,მაგრამ უეცრად გამოჩნდა მადრიდის რეალი,რომლის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა გონვენდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი.რეალის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ თანხმობა მისცა მოეცადათ სანამ პუშკაში წონაში დაიკლებდა და ოპტიმალურ ფორმას აღიდგენდა,შემდგომკი გუნდში აიყვანეს.
1958 წლის 1 ივნის ფერენც პუშკაში გახდა მადრიდის რეალის ფეხბურთელი.. იმ დროისათვის მადრიდის რეალი ჩემპიონთა თასის 4 გზის მფლობელი იყო,ხოლო მის რიგებში ბრწყინავდნენ ისეთი ვარსკლავები,როგორებიც იყვნენ-დი სტეფანო,კოპა,ხენტო,სანტამარია,რიალი…მიუხედავად ამისა პუშკაშმა ლიდერის თვისებები გამოამჯღავნა და სულ მალე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
პუშკაშმა პირველსავე სეზონში გაიტანა 21 გოლი,ხოლო მისმა მეწყვილემ და გუნდის უდავო ლიდერმა დი სტეფანომ 23.
შემდგომი ხუთი წლის მანძილზე პუშკაშს 20 გოლზე ნაკლები არგაჰქონდა.
1964 წელს, ის ბოლო ხუთი ჩემპიონატიდან მეოთხედ გახდა ესპანეთის ბომბარდირის “პიჩიჩის” მფლობელი,მაშინ პუშკაში 37 წლის იყო.
1967 წელს პუშკაშმა თავისი საფეხბურთო კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა.
ვინ თქვა თითქოსდა ძველ დიდებას ივიწყებენ? ვის შეუძლია პუშკაშის რაიმეში გაკრიტიკება? მას ყველაფერი შეუძლია: ის-ფერენც პუშკაშია!!! dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 10514
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)