ზიდანი:„მსაჯის გადაწყვეტილების შეფასება უაზრობაა“

ზინედინ ზიდანმა „ელჩესთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული ვითარება დეტალურად მიმოიხილა.


„გადავყწივტე, რომ სისტემა შემეცვალა და ასეც მოვიქეცი. 3-5-2 „რეალისთვის“ უცხო არ იყო, ვინაიდან აღნიშნულ სქემას რამდენჯერმე მივმართეთ.“

„არ ვაპირებ მსაჯის გადაწყვეტილებებზე საუბარს, მაგრამ ალბათ ღიმილისმომგვრელია, როდესაც სტატისტიკას ვუყურებთ და ვამჩნევთ, რომ ოქტომბრის თვიდან 7 პენალტი დაინიშნა ჩვენს კარში, ჩვენს სასარგებლოდ კი ნული.“

„პირველსა და მეორე ტაიმს შორის დიდი სხვაობა იყო. პირველ 45 წუთში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ გოლად ვერ გადავსახეთ, თუმცა მეორე 45 წუთში გუნდი უფრო მობილური და ეფექტური გახდა, რაც ცვლილებებმაც განაპირობა.“

„ფაქტია, რომ ათეულს ქვემოთ მყოფ გუნდებთან გვიჭირს, ამის ახსნა მხოლოდ ის არის, რომ „ბლანკოსის“ წინააღმდეგ ყველა საოცარი მოტივაციით ასპარეზობს.“

„ხარვეზებს კარგად ვხედავ, მათ შორის ამ მატჩიდანაც. ჩემი აზრით, ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გუნდი პროგრესს აჩვენებს და ბევრი მიმართულებით მუშაობს.“

„რამოსის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. ესპანელს პრობლემა არ აქვს, მისი მოედნიდან გასვლა დაგეგმილი იყო, ვინაიდან კაპიტანისთვის მაქსიმალური ნორმა 60 წუთი გახლდათ.

„დიახ, მეც გავიგე, რომ პრესაში რონალდუსთან კავშირზე ბევრი იწერება, მაგრამ ახლა მხოლოდ სეზონის წარმატებით დასრულებაზე ვფიქრობ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 13 მარტი 2021
  • 4289
  • 3

1

13 მარტი 2021 22:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2112
ძალიან ყელში ამოვიდა ლა ლიგის მსაჯების ყურება-ნაბოზრების დიდი ბრიგადაა...

2

13 მარტი 2021 23:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დღეს რამე მიქარეს?ბოლო 20 წუთს ვუყურე სამწუხაროდ

3

13 მარტი 2021 23:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1852
რავი მსაჯებზე რა უნდა ვილაპარაკო... მე 5 მცველიანი ტაქტიკა ნაღდად არ მომწონს... რეალია ბოლო-ბოლო მაგს ჯობია 3 მცველიანი ტაქტიკა მოსინჯოს, შეტევითი პოტენციალი ძალიან მოიკოჭლებს... (დაცვაში ბოლო-ბოლო გასამართლებელი საბუთი რამოსის და კარვახალის ტრამვაა) წინ კიდე პატარების ხროვაა, რომელბიც ვერ დაღვინდნენ და ჩემი აზრით რაც უფრო მალე გაყიდიან მით უკეთესი... თანხა საჭირო ტოპ ტრანსფერებისთვის...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (154)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)