„რეალი“ რონალდუს ასტრონომიულ ხელფასს ვერ გადაიხდის

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და კრიშტიანო რონალდუს აგენტს, ჟორჟე მენდეშს შორის მართლაც შედგა კომუნიკაცია, მაგრამ სამეფო კლუბის პოზიცია პორტუგალიელისთვის დიდი ალბათობით არ იქნება მისაღები.


ფლორენტინო პერესის აზრით, „რეალს“ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რონალდუს ასტრონომიული ხელფასი გადაუხადოს. პორტუგალიელი მინიმუმ 15 მილიონს მოითხოვს, რაც „ბლანკოსისთვის“ ძალიან მაღალი ციფრია იმ ფონზე, რომ დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება გარეთ ბეილის 17 მილიონიანი ხელფასი.

„მერენგები“ ასევე ფიქრობენ კილიან მბაპეს შეძენაზეც, რომლის დამატება ძალიან მაღალი ხელფასის გარეშე ფაქტობრივად გამორიცხულია. ესპანური გამოცემების ცნობით, მბაპეს 20 მილიონამდე მაინც ექნება.

გამოდის, რომ ბეილის ვერგაყიდვის შემთხვევაში „რეალის“ სახელფასო ხარჯები ისედაც ძალიან იზრდება, ამიტომ რონალდუს დამატება ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ თანამშრომლობის მზაობას იმ შემთხვევაში გამოთქვამს, თუ პორტუგალიელი ფეხბურთელი შემოსავლის მნიშვნელოვან შემცირებას დათანხმდება, თუმცა არ სახელდება კონკრეტული ციფრები. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)